Saturday, October 26, 2013

გვახსოვდეს აფხაზეთი! - ქობულეთში პატივი მიაგეს ტერიოტირული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას

    

   ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, საზოგადოებრიობამ, აფხაზეთის ომში მონაწილეთა ოჯახების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას, მათ შორის ქობულეთელი ვაჟკაცების -თემურ ჯორბენაძის, ბადრი მიგინეიშვილის, მაიზერ გაბაიძისა და ტარიელ ხილაძის სახელებს. მამა დანიელმა დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა, ხოლო ღონისძიებაში მონაწილე ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და ანსამბლმა "ქობულეთმა " თავიანთი შემოქმედებით გაალამაზეს ლიტერატურული მონტაჟი. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ომის გმირის თემურ ჯორბენაძის სახლთან ახლოს, რუსთაველის ქუჩა # 249- დან დავით აღმაშენებლის გამზირი #316 შორის არსებულ გადასასვლელს მიენიჭა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანის თ ე მ უ რ    ჯ ო რ ბ ე ნ ა ძ ი ს სახელი, უახლოეს დღეებში კი იქვე განთავსდება მემორიალური დაფა. " ქართველი ხალხი არასოდეს ივიწყებს გმირებს, ადამიანებს, რომელთა მაგალითზეც კიდევ უამრავი თაობა უნდა აღიზარდოს"-აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი რომანაძემ. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ თხილაიშვილმა კი დამსწრე საზოგადოებას საქართველოს უახლესი ისტორიის პერიპეტიები და მნიშვნელოვანი ეპიზოდები შეახსენა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლე-ახალგაზრდობა, განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის აქტივი, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები.


              

              

წყარო: ქობულეთის კულტურის, ტურიზმისა და სპორტის დეპარტამენტის Facebook-ის გვერდი.

Friday, October 25, 2013

"ერთი შეშის აქცია" - ქობულეთში მცხოვრები უმწეო ხანდაზმულთათვის

  

  ასოციაციამ ,,ღირსეული სიბერე“ დაასრულა საქველმოქმედო აქცია, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მარტოხელა მოხუცებისთვის შეშის შეგროვებას ითვალისწინებდა. აქცია ორიგინალურად წარიმართა, მასში ჩართულ წყავროკას, ალამბრისა და მუხაესტატეს საჯარო სკოლების მოსწავლეებს ხანდაზმულთათვის თითო ნაპობი შეშა უნდა მოეტანათ, მოსწავლეებს მხარი პედაგოგებმაც აუბეს და საერთო ძალისხმევით ,,ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის“ ბენეფიციარი 12 ხანდაზმულის სითბოთი უზრუნველყოფა მოახერხეს.
აქციის შედეგად ახალგაზრდა მოხალისეები იმ მოხუცებისთვის, რომლებიც უსახსრობის გამო გაზის შეყვანას ვერ ახერხებენ, ზრუნავდნენ როგორც შეშის შეგროვებისთვის, ასევე შეშის შეფუთვასა და დანაწილებაზე.
საქველმოქმედო აქციები, რომელიც პროექტის ,,ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ფარგლებში (დონორი - ევროკავშირი) მიმდინარეობს, ახალგაზრდებში მოხალისეობის და ქველმოქმედების განვითარებს უწყობს ხელს.



წყარო: ასოციაცია "ღირსეული სიბერე"-ს Facebook-გვერდი.

საინფორმაციო შეხვედრა დედამიწის დღესთან დაკავშირებით

   

     22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღეს, ეკოლოგიური კვირეულის ,,გავუფრთხილდეთ დედამიწას“ ფარგლებში ხანდაზმულთა ასოციაციამ ქობულეთის მე2 საჯარო სკოლაში საინფორმაციო -საგანმანათლებლო შეხვედრა ჩაატარა (დირექტორი -ნარგიზ ბაღიშვილი).
ორგანიზაციის ექსპერტმა ნუგზარ ჟორდანიამ მე X1, X2 და X3 კლასის მოსწავლეებს ამ დღის ისტორიაზე და მნიშვნელობაზე ესაუბრა. შეხვედრის მიზანი გარემოსდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის გათვითცნობიერება და მისი გააქტიურება იყო.
უფროსკლასელებს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ბროშურები დაურიგდათ, რომელიც ასოციაციას სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კავშირმა ,,ბორჯღალო’’-მ მიაწოდა.



წყარო: ასოციაცია "ღირსეული სიბერე"-ს Facebook-გვერდი.

საინფორმაციო კამპანია ქობულეთში

 
     ქალთა და გოგონათა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველი თვის 25 რიცხვში, გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის ინიციატივით აღინიშნება, ასოციაციამ საინფორმაციო კამპანია ჩაატარა. ინიციატივა მიზნად ისახავდა მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის შესახებ. ასოციაციის მოხალისეებმა ქობულეთის ხალხმრავალ ადგილებში საინფორმაციო მასალა დაარიგეს, რომელშიც გადმოცემული იყო ინფორმაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მომსახურებების შესახებ, ასევე ეროვნული ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერი 2 309 903. ეს ინფორმაცია, სამწუხაროდ ცოტა ვინმემ თუ იცის. საინფორმაციო მასალა ასოციაციას ქალთა საინფორმაციო ცენტრმა მიაწოდა.
.: ზემოთხსენებულ აქციაში მონაწილეობდა ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი - გიორგი ქათამაძე.

                     ასოციაციის ერთ-ერთი მოხალისე არიგებს საინფორმაციო ბუკლეტს 

ჩვენი ჯგუფის წევრი - გიორგი ქათამაძე არიგებს საინფორმაციო ბუკლეტს 

წყარო: ასოციაცია "ღირსეული სიბერე"-ს Facebook-გვერდი.



ეკოლოგიური აქცია ქობულეთში



  ქობულეთში ასვე მწვავე პრობლემაა ზღვის სანაპირო ზოლის დანაგვიანება ამასთან დაკავშირებით ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით გამოცხადებულ მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიაში ჩაერთო. „მწვანე თვის“ ფარგლებში გამოცხადებული დასუფთავების აქციები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ჩატარდა. დასუფთავების კამპანიის ფარგლებში ასოციაციის ინიციატივით ქობულეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის ე.წ. ,,კარიერის“ მონაკვეთი დასუფთავდა. აქციაში ასოციაციის ბენეფიციარები და მოხალისეები მონაწილეობდნენ. ეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული პირველი დასუფთავების აქცია არ არის. ასოციაციაში პერიოდულად ტარდება ეკოლოგიური კვირეულები ,,გავუფრთხილდეთ დედამიწას “, რომელიც დასუფთავების აქციების გარდა მოიცავს გამწვანების აქციებს, ექსკურსიებს დაცულ ტერიტორიებზე, გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი სემინარებს და შეხვედრებს, რომლებიც ეძღვნება ეკოლოგიურ პრობლემებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
პ.ს: ამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი მე, ამ ბლოგის ერთ-ერთი ავტორი გიორგი ქათამაძე.



ასოციაციის მოხალისეები ასუფთავებენ სანაპირო ზოლს ბენეფიციარებთან ერთად.

ასოციაციის ბენეფიციარები ასუფთავებენ სანაპირო ზოლს.

ასოციაციის მოხალისეები და ბენეფიციარები.

წყარო: 8 კლასის გეოგრაფიის წიგნი.

(წყარო: ასოციაცია "ღირსეული სიბერე"-ს Facebook-გვერდი).


Thursday, October 24, 2013

ჯანდაცვა

 
ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული საავადმყოფოები:
..ქობულეთის რაიონული საავადმყოფო“ - . ქობულეთის, თბილისის .
 შპსქობულეთის სამშობიარო სახლი“ - . ქობულეთი 9 აპრილის
 შპსქობულეთის ბავშვთა საავადმყოფო“ - . ქობულეთი  26 მაისის .
შპსქობულეთის ფიიზიო-პულმონოლოგიური დისპანსერი“ - . ქობულეთი პოპოვის
შპსჩაქვის პოლიკლინიკა“ - დაბა ჩაქვი მიგინეიშვილის
                            
 მუნიციპალიტეტში არსებული ამბულატორიები:
ამბულატორია    -     ლეღვას თემი
ამბულატორია    -     სოფ. ქობულეთის თემი
ამბულატორია    -    კვირიკეს თემი
ამბულატორია    -    ხუცუბნის თემი
ამბულატორია    -     საჩინოს თემი
ამბულატორია    -    ქაქუთის თემი
ამბულატორია    -    ხალას თემი
ამბულატორია    -    ბობოყვათის თემი
ამბულატორია    -   ციხისძირის თემი
ამბულატორია    -   დაბა ჩხამური
ამბულატორია   -   სოფ. ჩაისუბანი
ამბულატორია   -   მუხაესტატეს თემი


             მუნიციპალიტეტში არსებული სასწრაფო დახმარების სადგურები:
..ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური - 03” - . ქობულეთი რუსთაველის . 121

..ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური - 03” - დაბა ჩაქვი, მიგინეიშვილის . #13

წყარო: www.kobuleti.org.ge


საკულტო ნაგებობები



ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარი
მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი №336

წმიდა ირინეს სახელობის ტაძარი
მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი №336

წმიდა მღვდელმოწამე კირიონი II სახელობის ტაძარი
მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი №251

წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი
მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი №251

მაცხოვრის ამაღლების ტაძარი
მისამართი: მემედ აბაშიძის ქ.№4

თეთროსნის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი
მისამართი:  ხუცუბანის თემი, თეთროსნის დასახლება

წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი
მისამართი: ქობულეთი, ლეღვას თემი, სოფელი ცხრაფონა

მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი
მისამართი: დაბა ჩაქვი

წმიდა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესია
მისამართი: ციხისძირის თემი, პეტრას ციხე

წმიდა გიორგი მთაწმინდელის  სახელობის  ეკლესია
მისამართი: ციხისძირის თემი

წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ეკლესია
მისამართი: ციხისძირის თემი

იოანე ნათლისცემლის სახელობის მონასტერი
მისამართი: ჭახათის თემი, სოფელი ხინო

წმიდაგიორგის სახელობის დედათა მონასტერი
მისამართი:ჭახათის თემი, სოფელი ცხემვანი

წმინდა ქალწულმოწამე კვირიაკეს სახელობის საყდარი
მისამრთი: კვირიკეს თემი

წმინდა ელენესა და კონსტანტინეს სახელობის ბერძნული ეკლესია
მისამართი: კვირიკეს თემი, სოფელი ზედა კვირიკე

წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი
მისამართი: კვირიკეს თემი, სოფელი ქვედა კვირიკე

წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი
მისამართი: საჩინოს თემი, სოფელი აჭყვა

წმიდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი
მისამრთი: საჩინოს თემი, სოფელი აჭყვა

წმიდა დიმიტრი თესალონიკელის სახელობის ეკლესია
მისამართი: საჩინოს თემი

ქრისტეს აღდგომის სახელობის ტაძარი
მისამართი: სოფელი დაგვა

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია
მისამრთი: სოფელი დაგვა

სამი მღვდელმთავრის სახელობის ეკლესია (ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტველის და იოანე ოქროპირისსახელობის)
მისამართი: სოფელი ბობოყვათი

წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი
მისამართი: სოფელი ქობულეთი

წმიდა სამების ტაძარი
მისამართი: სოფელი სამება

წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი
მისამართი: სოფელი ხუცუბანი

მაცხოვრის ამაღლების ტაძარი
მისამართი: დაბა ჩაქვი


მაცხოვრის ამაღლების ტაძარი
მისამართი: სოფელი ალამბარი

წმიდა ბასილი დიდის სახელობის ეკელესია
მისამართი: სოფელი ალამბარი

წმიდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერი
მისამართი: სოფელი ბობოყვათი

წყარო: www.kobuleti.org.ge

მუზეუმები


 
   ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში 3 500 სამუზეუმო ექსპონატია დაცული, რომლებიც წარმოადგენენ არქეოლოგიურ, ისტორიულ, ეთნოგრაფიულ თუ ბუნების წიაღში ნამარხ ნიმუშებს. მუზეუმში არქეოლოგიური განყოფილება წარმოდგენილია სოფელ ქობულეთსა და ხუცუბანში პირველყოფილი ადამიანის ნამოსახლარებზე აღმოჩენილი 9 000 წლის წინანდელი შრომითი და ყოფითი ნივთების ექსპონირებით, ექსპოზიციაში ქვის ხანას ბრინჯაოს პერიოდი მოყვება, სადაც წარმოდგენილია როგორც ადრე ბრინჯაოს, ისე ბრინჯაო-რკინის ხანის მასალები: სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ჭურჭლის ფრაგმენტები საკულტო-რელიგიური ნიშნებით, კოლხური ცული, ქვის საწაფები და სხვა, ხოლო ანტიკური პერიოდი წარმოდგენილია ფიჭვნარის ძვ.წ. V-IV სს-ის კოლხური და ელინური სამაროვნებით, სხვადასხვა დანიშნულების თიხის ნაკეთობებით, სამკაულებით, რომაული და ანტიკური ამფორებით, აქვეა დაცული ვერცხლის ფული, კოლხური თეთრები და ცნობილი სინოპი. მუზეუმში დაცულია XVIII-XIX სს-ში ე.წ. დედაბრული ხელით გადაწერილი შელოცვების წიგნი, ასევე ისპანის ტორფნარში ნამარხი რელიქტური ტყის ნარჩენები, რომლებიც წარმოდგენილია მოქანდაკე ვაჟა ვერულიძის მიერ აღმოჩენილი თვითმყოფადი რკინის, ასევე შავი, წითეელი და ყავისფერი ხის ქანდაკებების სახით.

    ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის მეორე სართულზე განთავსებულია საკონფერენციო და კინო-დოკუმენტალისტიკის დარბაზი, ასევე სამეცნიერო-ლაბორატორიული და ადმინისტრაციული კაბინეტები.

წყარო: www.kobuleti.org.ge

ქობულეთის დაცული ტერიტორიები ისპანი I, ისპანი II


  
 ქობულეთის დაცული ტერიტორიები 1999 წელს შეიქმნა და მოიცავს ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალს-ისპანი II (331 ჰა) და ქობულეთის აღკვეთილს-ისპანი I (439 ჰა), რომლებიც ქალაქ ქობულეთის ჩრდილოეთით, შავი ზღვის გასწვრივ, სანაპიროდან, კერძოდ ფიჭვნარის ეკოპლაჟიდან დაახლოებით 300 მეტრში მდებარეობს. ისპანის დაცული ტერიტორიები ქალაქ ქობულეთს აღმოსავლეთით მიუყვება. ჩრდილოეთით დაცულ ტერიტორიებს თიკერის რელიქტური კოლხური ტყის „აღდგენის ზონა“ ესაზღვრება, აღმოსავლეთით კი - მუდამ დათოვლილი გომის მთა, კინტრიშის ნაკრძალი და აჭარა-გურიის მთები გადმოჰყურებს.

   ტერიტორია აგებულია თანამედროვე (მეოთხეული ასაკის) ზღვიურ-მდინარეული და ტბიურ-ჭაობის ნალექებით. აქ ტიპიური ზღვის, ნოტიო სუბტროპიკული კლიმატია. წლიური ნალექიანობა 1500-2500 მმ-ია.

   ისპანი I-ზე (ქობულეთის აღკვეთილი) დღევანდელი მდგომარეობით წარმოდგენილია ნახევრად დეგრადირებული მეორადი მცენარეული დაჯგუფებები.  ისპანი II წარმოადგენს უნიკალურ სფაგნიუმიან-ტორფიან ჭაობს. 1996 წლიდან ისპანი II რამსარის კონვენციის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიაა, რომელიც მიგრირებადი და მოზამთრე ფრინველების დასასვენებელი ადგილია.

   ისპანი II მსოფლიოში პირველი უნიკალური ხელუხლებელი, ცოცხალი სფაგნუმიანი ტორფნარია. სადაც წყლის დანაკარგი მხოლოდ აორთქლებით ხორციელდება. ის მხოლოდ წვიმის წყლით საზრდოობს. ისპანის ტორფნარი თითქოს ტბაა ნიადაგის ზედაპირის ზემოთ, რომელსაც საბანივით ახურავს 25-45 სმ სისქის სფაგნუმი-თეთრი ხავსი. იგი არასოდეს იფარება წყლით. სფაგნუმი წყალთან ერთად ქმნის სრულიად გლუვ გუმბათს ყოველგვარი ბორცვაკების გარეშე, რომელიც შემოგარენიდან 4-5 მეტრით მაღლაა წამოწეული. სფაგნუმი ისე მოქმედებს, როგორც ღრუბელი. მას შეუძლია წონასთან შედარებით 25-ჯერ მეტი წყალი შეიწოვოს. ძლიერი კოკისპირული წვიმებისას, როცა არემარე წყლითაა დაფარული, ამ დროს ისპანი II-ის გუმბათი მშრალია. მისი დანახვა გადასახედი კოშკიდანაა შესაძლებელი.

   ტორფნარში ბიომრავალფეროვნებისათვის განსაკუთრებული, ყველაზე მეტად ხელუხლებელი ჰაბიტატებია, რომელთაც ადამიანის ზემოქმედება არ განუცდიათ. სფაგნუმი ქმნის საოცარ „ბალიშებს“. აქ დომინანტობს Sphagnum imbricatum - ეს მსოფლიოში იშვიათი და გარემოს დაბინძურებისადმი ყველაზე მეტად მგრძნობიარე ტორფის ხავსის სახეობა. „ბალიშებზე“ ჩრდილოური წარმოშობის მცენარეებთან ერთად, რომლებმაც კოლხეთში მეოთხეული გამყინვარების დროს შემოაღწიეს-მრგვალფოთოლა დროზერა, იგივე ცვრიანა (Drosera rotundifolia), ტორფის ისლი (Carex riparia), წყლის სამყურა (Menyanthes trifoliáta), თეთრი რინხოსპორა (Rhynchospora alba) და სხვა, იზრდებიან კოლხეთის ფლორისათვის დამახასიათებელი შქერი (Rhododendron ponticum), იელი (Rhododendron luteum), ეკალღიჭი (Smilax excelsa). აქ ხარობს აგრეთვე სამეფო გვიმრა (Osmunda regalis), ჯადვარი, იგივე ორქიდეა (Orchis), კავკასიური რინხოსპორა (Rhynchospora caucasica), ლიკოპოდიელა (Lycopodiella).

   შემოდგომასა და გაზაფხულზე ტორფნარის ტერიტორიაზე უამრავი გადამფრენი ან მოზამთრე ფრინველი იყრის თავს: კოხტა ჭოვილო (Tringa erythropus), კაკაჩა (Buteo buteo), ბექობის არწივი (Aquila heliaca), ტურუხტანა (Philomachus pugnax), ზღვის კაჭკაჭი (Haematepus ostralegus), სისინა გედი (Cygnus olor)  და სხვა.


     ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობენ:
 -ძუძუმწოვრებიდან: წავი (Lutra lutra), მაჩვი (Meles meles minor), კურდღელი (Lepus), ნუტრია (Myocastor coypus), ბუჩქნარის მემინდვრია (Microtus arvalis), მინდვრის თაგვი (Apodemus agrarius) და სხვა;
 -ამფიბიებიდან: ვასაკა (Hyla arborea), ჩვეულებრივი გომბეშო (Bufo), მწვანე ბაყაყი (Rana esculenta), ჩვეულებრივი ტრიტონი (Triturus vulgaris)
 -ქვეწარმავლებიდან: ჩვეულებრივი ანკარა (Natrix natrix), წყლის ანკარა (Natrix tessellata), ბოხმეჭა, ანუ მყვრელი (Anguis fragilis), გველხოკერა (Ophisaurus apodus), ზოლიანი ხვლიკი (Eremias scripta), კასპიის კუ (Mauremys caspica) ჭაობის კუ (Emys orbicularis);
 -თევზებიდან: ქორჭილა (Perca fluviatilis), კარჩხანა (Carassius), მდინარის გველთევზა (Anguilla anguilla), ქარიყლაპია ( esox lucius).

  ტორფნარები ინახავენ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ ძეგლებს. 1964 წელს სადრენაჟო არხის გათხრისას აქ აღმოჩენილი იქნა ძველი წელთაღრიცხვის IV და III ათასწლეულების მიჯნის დროინდელი, ტორფის ქვეშ დაკონსერვებული ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარები. აქ 5-6 ათასი წლის წინათ დასახლებულა ადამიანი, მაშინ, როდესაც ეს ადგილი ჯერ კიდევ არ იყო დაჭაობებული. სახლები მორებითაა ნაგები და ორი ტიპისაა: ჯარგვლური, ანუ უშუალოდ მიწაზე მდგარი და შედარებით უფრო გვიანი, ხიმინჯებზე შემდგარი.

   დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა მიღებასა და მოგზაურობის დაგეგმვას უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიის ადმინისტრაცია. ადმინისტრაციის შენობაში არის ვიზიტორთა ცენტრი, სადაც სამი ორადგილიანი სასტუმრო ნომერია ვიზიტორთათვის.

წყარო: www.kobuleti.org.ge

მტირალას ეროვნული პარკი


  
   აჭარა და თურქეთის მოსაზღვრე ტერიტორია გამოირჩევა უძველესი ენდემური სახეობების სიუხვით, რაც განსაზღვრავს მტირალას ეროვნული პარკის დაარსების მნიშვნელობას.

  ახლად დაარსებული მტირალას ეროვნული პარკი მცირე კავკასიონის, სახელდობრ, აჭარა-იმერეთის ქედის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, ქობულეთ-ჩაქვის ქედზე მდებარეობს. პარკის ცენტრალური ნაწილის გეოგრაფიული კოორდინატებია: აღმოსავლეთ გრძედის41.500 და ჩრდილოეთ განედის 41.400. პარკი სამი მუნიციპალიტეტის: ძირითადად ქობულეთის, აგრეთვე ხელვაჩაურისა და ქედის ტერიტორიაზეა განლაგებული. იგი16 000 ჰექტარზეა განფენილი და საკმაოდ კარგად შემონახულ  ტყისა და ბუჩქნარის ეკოსისტემებს მოიცავს. პარკის ჩამოყალიბება სამხრეთ კოლხეთის რელიქტური ტყეების დაცვის საშუალებას იძლევა.

  პარკის ბირთვული (განსაკუთრებით მკაცრი დაცვის) ზონა მოიცავს თითქმის ხელუხლებელ კოლხური ტყით დაფარულ ტერიტორიას, რომელიც უნიკალური მერქნიანი მცენარეულობითაა წარმოდგენილი. ბუნებრივი მცენარეული საფარის ხელუხლებლობა რთული რელიეფით, განკერძოებული, ძნელად მისადგომი მდებარეობითა და გარკვეული დროის მანძილზე დაცვის რეჟიმის არსებობითაა განპირობებული. პარკის ტერიტორია დღემდე რჩება მცენარეთა და ცხოველთა ბევრი, მათ შორის უიშვიათესი, გადაშენების პირას მყოფი, ენდემური და რელიქტური სახეობის თავშესაფრად.

  პარკს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაც ეკისრება - მან ხელი უნდა შეუწყოს ქობულეთ-ჩაქვის ქედის ბუნებრივ ეკოსისტემათა წონასწორობის შენარჩუნებას, რაც თავიდან აგვაცილებს ეროზიულ-მეწყერული მოვლენების განვითარებას და წყალმოვარდნებს როგორც მთის, ასევე ბარის ზონის შესაბამის ზოლში. ეკოლოგიურად სუფთა გარემო ქმნის იდეალურ პირობებს სასმელი წყლის მარაგის სტაბილურობისა და სისუფთავისათვის.

  გეოლოგიური თვალსაზრისით პარკის ტერიტორია მცირედით განსხვავდება აჭარის მთლიანი გეოლოგიური სურათისაგან. აქ ძირითადად გავრცელებულია მესამეული ანდეზიტები და ტუფოგენური ქანები. ოროგრაფიულად ქობულეთ-ჩაქვის ქედი, სადაც პარკი ჩამოყალიბდა, აჭარას ჰყოფს ზღვისპირა და შიდა ნაწილებად. პარკის ტერიტორიაზე, რომელიც ძირითადად ზღვისპირა აჭარის ზონას მოიცავს, გამოიყოფა: მთისწინეთის გორაკ-ბორცვიანი სარტყელი(500-600 მ-მდე ზღვის დონიდან), მთის ქვედა (1000-1200-მდე), შუა (1500-1600-მდე) და ზედა (1500-1600 მეტრზე მაღლა) სარტყლები. უმაღლესი ნიშნულები 1700 მეტრის სიახლოვესაა და მიესადაგება მორვილის ქედს, რომელსაც პარკის აღმოსავლეთი საზღვარი გასდევს. მთა მორვილის სიმაღლეა 1773 მეტრი, ხოლო პარკის უმაღლესი წერტილია 1761 მეტრი. 1300 მეტრს აღემატება მთები დიდი მტირალა, ტერათი და სხვა. დანაწევრებულ რელიეფულ ფორმებს შორის გამოირჩევა თვალწარმტაცი ვიწრო ხეობები და კანიონები.

  ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 2000 მმ-ზემეტია, ხოლო მთა დიდი მტირალას ზღვისკენ მიქცეულ ფერდობებზე 4000 მმ-ზე მეტი, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ადგილობრივი ბიოტის უნიკალურობას. მთა მტირალა (1381 მეტრი ზღვის დონიდან) მთელს საქართველოში ყველაზე ნალექიანი ადგილია (4520 მმ წლის განმავლობაში). ტოპონიმი „მტირალა“ მთას სწორედ უხვნალექიანობის გამო შეერქვა. ჰაერის ტენიანობა აღწევს80-85%-ს. ხშირია ნისლიანი დღეები, რაც თავისებურ ელფერს ანიჭებს მარადმწვანე ქვეტყით მოცულ, გაუვალ კოლხურ ტყეებს. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა აქ აბსოლუტური სიმაღლის მიხედვით მერყეობს 10-120c-დან (500-600 მეტრი ზღვის დონიდან) 5-60c-მდე (1000-1200 მეტრი ზღვის დონიდან). მთის ქვედა სარტყელში ყველაზე თბილი თვის-აგვისტოსსაშუალო მაჩვენებელია 200c, ყველაზე ცივი-იანვრის თვის-მინუს 20c.აბსოლუტური მინიმუმი 1000-1200 მ-ზე ზღვის დონიდან არის მინუს 13,60c. წელიწადშისაშუალოდ 274 დღე ყინვის გარეშეა. თოვლის საფარის სიმაღლე მთის შუა და ზედა სარტყლებში ხშირად 3-4 მეტრს აღწევს.

  პარკის ტერიტორიაზე ძირითადი ჰიდრორესურსებია მდინარეები ჩაქვისწყალი და ყოროლისწყალი, რომლებიც შავ ზღვას ერთვიან, ხოლო ქედის სამხრეთ ფერდობზე-მდინარე აჭარისწყლის შენაკადები: დოლოგანი, ზუნდაგისწყალი და სხვა. ბევრი მათგანი ულამაზეს ხეობებში მიედინება, ჭორომებსა და ჩანჩქერებს ქმნის. ტერიტორიაზე მრავლადაა მინერალურიდა მტკნარი წყაროები, რომლებიც სამკურნალო თვისებებითაა გამორჩეული.

  მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ძირითადად სამი ტიპის ნიადაგი გამოიყოფა. ზღვის დონიდან 600 მეტრამდე გავრცელებულია წითელმიწები, რომლებზეც შერეული ფართოფოთლოვანი ტყეებია. სიმაღლის მატებასთან ერთად წითელმიწები იცვლება ყვითელმიწა, ყომრალი და ტყის ყომრალი ნიადაგებით, რომლებსაც ძირითადად წიფლნარები და წიფლნარ-წაბლნარიტყის მასივები მიესადაგება. აქა-იქ ალუვიური ნიადაგის ფრაგმენტებს ვხვდებით.

  მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია რელიქტურ მცენარეთა იშვიათი მრავალფეროვნებით ხასიათდება. აქ გავრცელებულია 68 ოჯახის 202 გვარის 284 სახეობა,მათ შორის ხე-მცენარეთა 18, ბუჩქების 21 და ბალახების 245 სახეობა. 16 სახეობა ენდემურია, მათ შორის კავკასიის 5, საქართველოს 1, კოლხეთის 3 და აჭარის 3 ენდემია. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი იშვიათი რელიქტური ენდემებია: პონტოური მუხა (Quercuspontica), მედვედევის არყი (Betula medwedewii), უნგერნის შქერი (Rhododendron ungerni), ეპიგეა (Epigaea gaultherioides) და სხვა. მარადმწვანე ბუჩქი უნგერნის შქერი და მედვედევის არყი მსოფლიოში მხოლოდ აჭარასა და თურქეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გვხვდება.

  მტირალას ეროვნული პარკის თითქმის 100% ტყითა და გაუვალი ბუჩქნარითაა დაფარული. ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით ტყეები შემდეგნაირადაა განაწილებული:

-500-600-მდე-შერეული ფართოფოთლოვანი კოლხური ტყეები;

-500-600 მეტრიდან 1000-1200 მეტრამდე-წაბლისსარტყელი (Castanea sativa);

-1000-1200 მეტრიდან-წიფლის სარტყელი (Fagus orientalis).

   ქვედა სარტყელში დომინირებს წაბლნარ-წიფლნარები, სადაც პირველ იარუსში ხშირია რცხილა (Carpinus caucasica), იფანი (Fraxinus excelsior) და სხვა. ქვეტყეში გვხვდება ჯონჯოლი (Staphylea colchica), ბზა (Buxus colchica), შქერი (Rhododendronponticum), იელი (Rhododendron luteum), წყავი (Laurocerasus officinalis) და სხვა. ქვედა და შუა სარტყელში გავრცელებულია თხმელიანი (მურყნარი) (Alnus barbata, Alnusincana). ზღვის დონიდან 1000-1200 მეტრზე მაღლა გვხვდება უნიკალური წიფლნარი უნგერნის შქერით (Rhododendron ungerni) და სხვა ტიპის მარადმწვანე და ფოთოლმცვენი ქვეტყით: შქერი (Rhododendron ponticum), იელი (Rhododendron luteum), წყავი (Laurocerasusofficinalis), მოცვი (Vaccinium arctostaphyllos), მოლოზანა(Viburnumorientalis), მაყვალი (Rubus caucasicus), ბაძგი, იგივე ჭყორი (Ilex colchica), კოლხური თაგვისარა (Ruscus colchicus) და სხვა.

წყარო: www.kobuleti.org.ge

კინტრიშის დაცული ტერიტორია

      
 
    კინტრიშის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შედის 1959 წელს დაარსებული კინტრიშის ნაკრძალი და კინტრიშის დაცული ლანდშაფტი, რომელიც 2007 წელს დაარსდა. კინტრიშის დაცული ტერიტორიები განლაგებულია მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში და სოფელ ცხემვანსა და ხინოს მთის შუაა მოქცეული. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ქვემო საზღვარი ზღვის დონიდან 250-300 მეტრზე გადის, ხოლო ზედა - ალპურ იალაღებს ებჯინება (2000 მეტრი ზღვის დონიდან). უმაღლესი მწვერვალია მთა სარბიელა (2471 მეტრი ზღვის დონიდან)

კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფართობი შეადგენს 13893 ჰექტარს, აქედან ნაკრძალს უჭირავს 10 703 ჰა, ხოლო დაცულ ლანდშაფტს - 3 190 ჰა.

     კინტრიშის დაცული ტერიტორიები შავ ზღვასა და აჭარა-იმერეთის მთათა სისტემას შორისაა მოქცეული. ეს მთები ზღვის ტენიან  ჰაერს აკავებს და კინტრიშის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მთელი წლის მანძილზე აქ თითქმის იმდენივე ნალექი მოდის, რამდენიც აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე (3000 მმ). აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 240C, ხოლო იანვრის-40C.

    კინტრიშის დაცული ტერიტორიების მთლიანი რელიეფი ღრმა ხეობებითაა დასერილი. ნაკრძალის წყლის მთავარი არტერია - მდინარე კინტრიში - სათავეს ხინოს მთიდან იღებს და ქალაქ ქობულეთის სიახლოვეს შავ ზღვაში ჩაედინება. მისი სიგრძე 45 კილომეტრია. ნაკრძალის დანარჩენი მდინარეებია: ხეკნარა, პერანგა, მამედაღი, დიდღელე, მისანათის ღელე (რომელზეც 30 მეტრიანი თვალწარმტაცი ჩანჩქერია), ბოლქვაძეების ღელე და ჩრდილა (ორსაფეხურიანი 70 მეტრი სიმაღლის წყალვარდნილით). ყველა ეს მდინარე კინტრიშის შენაკადებს წარმოადგენს. მაღლა მთებში განლაგებულია პატარა ტბები - ტბიყელი, დიდვაკე და სიძერძალი, რომელთა ფართობი 1,5 ჰექტარს არ აღემატება. ტბები ტბიყელი და დიდვაკე უშუალოდ ნაკრძალის ტერიტორიაზე, ხოლო ტბა სიძერძალი - მის საზღვრებს გარეთ მდებარეობს.

    კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფლორისთვის აჭარული ენდემების, მდიდარი მარადმწვანე ქვეტყის, გვიმრების და ლიანების სიმრავლეა დამახასიათებელი. ნაკრძალის დენდროფლორა 102 სახეობას ითვლის. აქ 46 სახეობის ხის, 4 სახეობის ბუჩქის და ლიანების 8 სახეობის ნახვაა შესაძლებელი. აქაური რელიქტებია: პონტოური მუხა (Quercus pontica), მედვედევის არყი (Betula medwedewii), უნგერნის შქერი (Rhododendron ungerni), უთხოვარი (Taxus baccata), კოლხური ჯონჯოლი (Staphylea colchida), თაგვისარა (Ruscus ponticus), კავკასიური ხურმა (Diospyros lotus), ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa). 7201 ჰექტარი აქ წიფლნარ ტყეებს უკავიათ, 2912 – წაბლნარებს, რცხილნარები 496 ჰექტარზე გვხვდება, მუხნარი – 389 ჰა-ზე, სოჭნარ-ნაძვნარი – 140 ჰა-ზე, ცაცხვნარი – 40 ჰა-ზე, თხილნარი – 33 ჰა-ზე, მურყნარი – 12 ჰა-ზე, აბზინები – 4 ჰა-ზე, წყავის რაყები 727 ჰა-ზე, პონტოურ დეკას – 712 ჰა, კავკასიურ დეკას – 172 ჰა, შქერიანებს - 1611 ჰა უჭირავს.

    კინტრიშის დაცული ტერიტორიების მდინარეები და ხევები მდიდარია კალმახით (Salmo fario trutta). მდინარე კინტრიშის ქვემო დინებაში ხშირად შეხვდებით შამაიას (Chalcalburnus chalcoides) და საზანს (Cyprinus carpio). ამბობენ, რომ ადრე კინტრიშს შავი ზღვიდან საქვირითოდ ხშირად სტუმრობდა ორაგული (Salmo fario morpha).

     ამფიბიებიდან ნაკრძალში მცირეაზიური ტრიტონი (Triturus vittatus), ვასაკა (Hyla arborea), ჩვეულებრივი გომბეშო (Bufo), მცირეაზიური ბაყაყი (Rana macrocnemis), ტბის ბაყაყი (Rana ridibunda), ქვეწარმავლებიდან-ჩვეულებრივი ანკარა (Natrix natrix), წყლის ანკარა (Natrix tessellata), სპილენძა გველი (Coronella austriaca) და კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi) გვხვდება.

    ნაკრძალის ორნითოფაუნა საკმაოდ მდიდარია მტაცებელი ფრინველებით. აქ აღრიცხულია ჩია არწივი (Aquila pennata), კაკაჩა (Buteo buteo), ქორი (Accipiter gentilis marginatus), მიმინო (Accipiter nisus), მარჯანი (Falco subbuteo), ჩვეულებრივი კირკიტა (Falco tinnunculus), აგრეთვე, ღამის მტაცებლები: ზარნაშო (Bubo bubo), წყრომი (Otus scops) და ჭოტი (Aegolius funereus). სხვა ფრინველებიდან კინტრიშში ბუდობს ოფოფი (Upupa epops), კოდალა (Picinae), ყორანი (Corvus corax), შაშვი (Turdus), მოლაღური (Oriolus oriolus) და აგრეთვე ისეთი იშვიათი ფრინველები, როგორებიცაა: კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi) და კასპიური შურთხი (Tetraogallus caspius).


    მცირე ძუძუმწოვრებიდან კინტრიშის ხეობის მკვიდრები არიან: თხუნელა (Talpa), სინდიოფალა (Mustela nivalis), კავკასიური ციყვი (Sciurus anomalus), კურდღელი (Lepus), მელა (Vulpes vulpes), მაჩვი (Meles meles), ტყის კატა (Felis silvestris), წავი (Lutra lutra). ჩლიქოსნებიდან ნაკრძალის ტყეებში ბინადრობს შველი (Capreolus capreolus), უფრო მაღლა კი ალპური და სუბალპური სარტყლების საზღვარზე არჩვი (Rupicapra rupicapra) და გარეული ღორი (Sus scrofa). მტაცებლებიდან ნაკრძალში მურა დათვი (Ursus arctos) ბინადრობს, რომლის პოპულაცია საკმაოდ სტაბილურია.
           

    კინტრიშის ნაკრძალის ტერიტორიაზე საქართველოს „წითელი ნუსხის“ შემდეგი სახეობებია გავრცელებული: კალმახი (Salmo fario trutta), კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica), მურა დათვი (Ursus arctos), წავი (Lutra lutra), კავკასიური ციყვი (Sciurus anomalus), კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi), კასპიური შურთხი (Tetraogallus caspius), ბეგობის არწივი (Aquila heliaca), შავარდენი (Falco peregrinus), მცირეაზიური ტრიტონი (Triturus vittatus).

     კინტრიშის ნაკრძალის ტერიტორიაზე განლაგებულია ხინოს იოანე ნათლისმცემლის სახელობისმამათა  და ცხემვანის წმიდა გიორგის სახელობის დედათა სამონასტრო კომპლექსები.

     კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს საკმაოდ კარგი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ის სულ რაღაც 20 კილომეტრითაა დაშორებული კურორტ ქობულეთიდან. დაცულ ტერიტორიებზე შესაძლებელია საწყლოსნო, ეთნოლოგიური, ეკოლოგიური და ფრინველებზე დაკვირვების ტურების მოწყობა. დაცულ ტერიტორიებზე გახსნილია ტურისტული მარშრუტები.

წყარო: www.kobuleti.org.ge

ისტორიული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები


ქობულეთის ზღვის პირა პარკი

ელიას ციხე - შუა საუკუნეები

ხინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი - შუა საუკენეები

ვარჯანულის თაღოვანი ხიდი - XVIII ს.

ცხემვანას თაღოვანი ხიდი - XVIII ს.

პეტრას ციხე - VI - შუა საუკუნე

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია - XIX ს.

წმინდა კონსტანტინეს სახელობის ეკლესია - 1901-1911წ.

დარბაზული ეკლესია- გვიანი შუა საუკუნეები        

სოფელ ზენითის საწნახელი - ძვ.წ. აღ. IIIს.

სოფელ კვირიკეს წმინდა გიორგის სახელობის  საყდარი - XVIII ს.

სოფელ ქვედა აჭყვას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - XX ს.

სოფელ ზედა აჭყვასწმინდა პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესია - XIX ს.

სოფელ ლეღვას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - XVIII ს.

სოფელ ლეღვას ხომერიკების საგვარეულო ეკლესია - XVII ს.

სქურა -XIV ს.

სოფელ ქობულეთის თაღოვანი ხიდი - XIX ს.

მამუკას ციხე- გვიანი შუა საუკუები

სოფელ ხუცუბნის თაღოვანი ხიდი - XIX ს.

სოფელ ხუცუბანის ბერძნების ნაეკლასიარი

თეთროსანი - V-VIს.

სოფელ ხალას თემარკოფის ხიდი - გვიანი შუა საუკუნეები

სოფელ ჩაისუბნის გუმბათოვანი ეკლესია სამება - XIX ს.

სოფელ ქაქუთის ნასაყრდლარი

სოფელ ციხისძირის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია

სოფელ ციხისძირის წმიდა გრიგოლ ოქროპირიძის სახელობის ეკლესია

სოფელ კვირიკეს წმიდა ქალწულმოწამე კვირიაკეს სახელობის საყდარი - 1880-1900 წწ.

სოფელ ბობოყვათის წმიდა ამბროსი ხელაიას სახელობის დედათა მონასტერი

სოფელ ბობოყვათის წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის, ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესია

სოფელ ქაქუთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი

სოფელ სამების სამების სახელობის ტაძარი

ქობულეთის წმიდამღვდელომოწამე კირიონის სახელობის ეკლესია

ქობულეთის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესია

ქობულეთის უფლის ამაღლების სახელობის ტაძარი

სოფელ კვირიკეს ჯამე - გვიანი შუა საუკუნეები

სოფელ ხალას ჯამე- გვიანი შუა საუკუნეები

წყარო: www.kobuleti.org.ge

კურორტები და საკურორტო ადგილები

                                                            ქ

     აჭარის ზღვისპირა კლიმატური კურორტებისაგან განსაკუთრებული მიკროკლიმატით გამოირჩევა ბალნეოლოგიური კურორტი ქობულეთი, რომელიც აჭარაახალციხის მთიანეთის სამხრეთდასავლეთით, კოლხეთის დაბლობზე, ქალაქ ბათუმიდან 25 კმის დაშორებით მდებარეობს. იგი საქართველოს შავიზღვისპირეთის კურორტებიდან ყველაზე ახლოს მდებარეობს ზღვასთან და ზღვის დონიდან მხოლოდ 3-5 ის სიმაღლეზეა გაშენებული. კურორტის ძირითად სამკურნალო ნიშას შავი ზღვის თბილი და ტენიანი კლიმატი წარმოადგენს.

       ქობულეთი გამორჩეულია თავისი ტრადიციებით, სტუმართმოყვარეობით, ისტორიული ადგილებით, რბილი სუბტროპიკული ჰავით, იონიზირებული ზღვის ჰაერით, მცხუნვარე მზითადა თბილი ზღვით. უნიკალურია წვრილქვიშიანი ფართო პლაჟი, რომელიც დამრეცად ეშვება ზღვისკენ. რბილი, ტენიანი, სუბტროპიკული კლიმატი რეკომენდირებულია არა მარტო დასვენებისთვის, არამედ სამკურნალოდაც, რადგან დადებითად მოქმედებს ქრონიკული და გულსისხლძარღვთა პათოლოგიებით დაავადებულთათვის. მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მისაღებად აქ ერთმანეთთანაა შეთავსებული თერაპია და სხვა სამკურნალო პროცედურები.

       კურორტი ქობულეთი საქართველოს შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია. ტურისტს იზიდავს მისი საყოველთაოდ ცნობილი წვრილქვიშიანი, მრავალკილომეტრიანი პლაჟი, რომელიც მოსახერხებელია მზის აბაზანების მისაღებად. პლაჟები კეთილმოწყობილია; გარდა საშხაპეებისა, ქოლგებისა, შეზლონგებისა და უშუალოდ პლაჟზე ჩადგმული კაფებარებისა, აქ ფუნქციონირებს სხვადასხვა დიზაინის წყლის ატრაქციონი. ქობულეთის მშვენებაა  ზღვისპირა პარკი სპორტული მოედნებით, საზაფხულო კაფებარებით, ბუნგალოებითა თუ დისკობარებით.

      ქობულეთის საკურორტოტურისტულბალნეოლოგიური პოტენციალის სრულად გამოყენება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის, რადგან ქობულეთის წვრილქვიშიანი ნაპირი, მზის უხვი რადიაცია, რომელიც ჰელიოთერაპიის თვისკარგპირობებს ქმნის, სამკურნალოა ძვალსახსრების, ლიმფური ჯირკვლების, ტუპერკულოზის, ბრონქიალური ასთმის, გულსისხლძარღვთა დაავადებებისთვის, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მინერალური და გოგირდოვანი წყლებისა თუ სამკურნალო ტალახის არსებობა სამკურნალო ტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა.

      ქალაქის სტატუსი ქობულეთმა 1944 წელს მიიღო, ხოლო კურორტად ჯერ კიდევ 1923 წელს გამოცხადდა. უკანასკნელ ათწლეულში განსაკუთრებით გაიზარდა ქობულეთის პოპულარობა. ტურისტებისთვის ქობულეთი საინტერესოა მდიდარი ქვის ხანის, ადრეფეოდალური და ანტიკური არქეოლოგიური ძეგლებით, რაც ძველი კოლხეთისა და საერთოდ აღმოსავლეთშავიზღვისპირეთის ერთერთი მნიშვნელოვანი საქალაქო ცენტრის არსებობას ადასტურებს. ასევე ქობულეთის დაცული ტერიტორიებით, რომელიც 1999 წელს შეიქმნა და მოიცავს ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალსისპანი II (331ჰა) და კინტრიშის ნაკრძალი (3 190ჰა).

   დღეს ქობულეთი საქართველოს ერთერთი ულამაზესი ზღვისპირა ქალაქია. კარგი პლაჟი და ზღვადასვენების, გართობისა თუ გაჯანსაღების შესანიშნავ პირობებს ქმნის.

                                                   ც

  კურორტი ციხისძირი მდებარეობს ბათუმის ჩრდილოეთითმისგან 17 კმ.-ისდაშორებითის გაშენებულია ზღვის დონიდან 60-90 .-ის სიმაღლეზეციხისძირისმაღლობზერომლის კალთებიც ციცაბოდ ეშვებიან ზღვაში და ქმნიან ციხისძირისკონცხსზღვაში შეჭრილი კონცხი პლიაჟს ორნაწილად ჰყოფს
   
  ციხისძირის ჰავის უნიკალურობა იმაში მდგომარეობსრომ ის ზღვისა დამთისჰაერის ნარევს წარმოადგენსაქ ზაფხულობით უფრო გრილაზამთარში კი უფროთბილავიდრე ბათუმსა და მახინჯაურში.
  
    ციხისძირის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებულიის დასავლეთსაქართველოსკერძოდ ეგრისის სამეფოსისტორიული ციხე-ქალაქია.ხელსაყრელისამხედრო და ეკონომიკური მდებარეობისგამოაქჯერ კიდევ VIსაუკუნეშიბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ ქალაქი გააშენარომელსაცპეტრა ეწოდებოდაქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა ვიწრო ზღვისპირა გზა,რომელიც დასავლეთ საქართველოს ბიზანტიასთანირანთან და სომხეთთანაკავშირებდა

    ციხისძირის მწვანით შემოსილ ფერდობებზემის ულამაზეს ბაღებსა დაპარკებში,განლაგებულია სანატორიუმები და დასასვენებელი სახლებირესტორნებიკაფე-ბარები და ბუნგალოებიპლიაჟები კეთილმოწყობილიაფუნქციონირებენ ზღვაზესასეირნო სატრანსპორტო საშუალებებიცრომლებიც განუმეორებელ განცდასმოგანიჭებენ და წარუშლელი შთაბეჭდილებებით გაამდიდრებენ თქვენსცხოვრებას.


                                                                                       


   ბათუმიდან 13 კმ-ის დაშორებით მდებარეობს საკურორტო ადგილი ჩაქვი, რომელიც ისტორიულად ქართული ჩაის სამშობლოა. სწორედ აქ შემოიტანა და გააშენა პირველად ჩაი ჩინელმა მეცნიერმა ლაო ჯონ ჯიაომ. ჩაქვის ტერიტორიაზე გადის საერთაშორისო საავტომობილო მაგისტრალი. მის გაგრძელებაზე, მწვანე კონცხის გადასასვლელზე, 2005 წლიდან ფუნქციონირებს სავტომობილო გვირაბი, რომელმაც საგრძნობლად შეამცირა ბათუმამდე გადაადგილების დრო და მანძილი.

  აჭარაში ჩამოსულ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩაქვის სანაპირო ზოლის ხასხასა მწვანეში ჩაფლული სასტუმროები, აგარაკები და სააგარაკე სახლები.

წყარო: www.kobuleti.org.ge