ქობულეთის წარსულზე, მის აწმყოსა და მომავალზე ღაღადებენ დღემდე შემორჩენილი კოლხეთის ძველი დიდების მომსწრენი ფიჭვნარი და პეტრა. სწორედ მათ ძლიერ ფესვებზე აღმოცენდა ჩემი ქალაქი ქობულეთი, რომლის ისტორია საუკუნეების განმავლობაში სისხლით და ცრემლით იწერებოდა.
საუკუნეებიდან მოყოლებული ქობულეთი მძლავრ კულტურულ
ცენტრს წარმოადგენდა. ჩვენი ღელე–ღურდანი, ისევე როგორც სრულიად საქართველოს ყოველი
გოჯი ან მამა–პაპის სისხლითაა გაპოხილი ან კიდევ ამ სისხლის ფასად წაბილწისაგან დაცული
წმინდა ნანგრევები გულში ღრმად აქვს ჩაკრული. ნანგრევები, რომელშიც გამოიკვეთა ჩვენი
ისტორია, ჩვენი ხსნის გადარჩენის ერთ–ერთი ფაქტორი ქრისტიანობა იყო. რადგან „ქრისტიანობა ჩვენში ქრისტეს მოძღვრების გარდა ჰქმნიდა მთელი
საქართველოს მიწაწყალს, ნიშნავდა ქართველობას“ (ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი, გვ. 15 თბილისი,
1984წ).
„გვიგინეს ხატი
ვაზი გვიჭრეს
და ვერ აგვიჭრეს
ცხრა ხატი უწევს
ცხრა აკვანში
ცხრავე ხატიჯეს
კვლავ ამკობს
ვაზი აჭარისტანს
მწვანე ხალიჩებს,
დარის კარიბჭე–ცისარტყელას
თავზე აბიჯებს.“
გ. წერეთელი
აჭარლებს
ოთხი საუკუნის განმავლობაში რა არ გარდაგვხდენია, კბილით მიწა გვაგლეჯინეს, ენა ამოგგვლიჯეს,
რჯული შეგვიცვალეს, საკუთარ სისხლში გვაბანეს, მკერდი შეგვინგრიეს, დედა საქართველოს
ჩამოგვაცილეს და მაინც წამოვდექით. დიდხანს ვიყავით მიბეგვილ–დაბეჩავევებულნი, ჩადრში
გახვეულნი, ღირსება შელახულ–წართმეული. ტყუილუბრალოდ როდი წერდა ზაქარია ჭიჭინაძე:
„იმდენი სისხლი არავის დაუღვრია ქვეყანისთვის და რჯულისთვის, რამდენიც აჭარლებს“ (ი.
ბექირიშვილი, ქრისტიანობა აჭარაში, გვ. 3, ბათუმი, 1991 წ.).
აჭარლებმა
მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი უთანასწორო ბრძოლისა, მაინც შეინარჩუნეს ქართველობა,
ქართული ენა და კულტურა.
სახელოვან
წინაპართა აჩრდილები დღესაც გვავალებს ვიცოდეთ ჩვენი ისტორია, რომელიც მრავალჭირგამოვლილი
საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. აი, როგორ გვმოძღვრავდა ჰაიდარ აბაშიძე:
„ამ კუთხის ბედი ჩვენი დიდი ეროვნული საკითხია და ამიტომაც მისი ისტორია ყველა
ქართველმა აკვანშიც უნდა იცოდეს“ (ი. ბექირიშვილი, ქრისტიანობა აჭარაში, გვ. 4, ბათუმი,
1991წ.). ეს კი მომდინარეობდა ი. ჭავჭავაძის, გ. წერეთლის და სხვათა ანდერძებისგან.
„ყველგან
და ყველაფერში უნდა მათთვის ვიზრუნოთ. ამას მოითხოვს ჩვენი კაცთმოყვარეობა და ჩვენთვის
კი საკუთრებად ზნეობითი მოვალეობა ძმის წინაშე..... რაც უნდა განათლებული ხალხა იყოს,
ოღონდ აჩვენეთ, რომ იმის სატკივარს საიდანაც ეშვება და გვერწმუნეთ, რომ დიდი და პატარა
კარზე მოგადგებათ“ (ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი, გვ. 548, თბ., 1984წ).
ქართველთა მხრიდან ბევჯერ იყო მცდელობა აჭარის დაბრყნებისა,
მაგრამ ჩანაფიქრის განხორციელება 1877–1878 წლის
რუსეთ–თურქეთის ომამდე ვერ მოხერხდა.
1609 წელს
გურიის მთავარი მამია მესამე ქართლთა ჯარით შეიჭრა აჭარის საზღვრებში, კერძოდ ქობულეთში,
მაგრამ დამარცხდა. იძულებული გახდა განრიდებოდა მტერს იმერეთისკენ.
1784 წელს
იმერეთის მეფემ სოლომონ პირველმა, იმერელთა ჯარით
მთლიანად გაათავისუფლა ქობულეთი, მაგრამ მოძმეთა ღალატის გამო იძულებული გახდა
დაეტოვებინა განთავისუფლებული ტერიტორია.
ქართველი
ხალხი იმედს არ კარგავდა . 1828 წლის 7 მაისს დაიწყო რუსეთ–თურქეთის ომი.1828 წლის
14 ივლისს, დიდი ბრძოლების შემდეგ ფოთი დატოვა, ოქტომბერში ოზურგეთი აიღო და გაჩერდა
აჭარა–გურიის საზღვართან. (მდინარე ჩოლოქთან). აქედან დაიძრა ქობულეთისკენ. 1829 წლის
აგვისტოს ქობულეთი დაიკავა რუსეთის ჯარმა გენერლად გესსეს ხელმძღვანელობით. გესსემ
ვერ გამოიყენა მიღწეული წარმატებები, ნაცვლად
ციხისძირზე გალაშქრებისა, ადგილობრივ ბეგებთან გამართა მოლაპარაკება. ამით ისარგებლეს
თურქებმა და გაამაგრეს ციხისძირის მისადგომები.1829 წლის 17 სექტემბერს რუსეთის ჯარის
შეტევა ციხისძირზე მარცხით დამთავრდა.
ამის შემდეგ
აჭარაში ეროვნულ–განმათავისუფლებელი ბრძოლები
არ შეწყვეტილა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1875 წლის აჯანყება ქობულეთში. აჯანყების
მიზეზები იყო თურქების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის ჯარში გაწვევის გადაწყვეტილების
მიღება. 1876 წლის ბოლოსათვის აჯანყება ჩააქრეს. მიუხედავად ამისა, სამხედრო სამსახურში
ქობულეთიდან ერთი კაციც ვერ გაიწვიეს. ცნობას აჯანყების შესახებ ქართველი საზოგადოება
დიდი სიხარულით შეხვდა.
„1853 წელს
დაიწყო რუსეთ–თურქეთის ომი, რომელიც ისტორიაში „ყირიმის ომად“ მოიხსენება. რუსეთის
ხელისუფლება ამ ომში ფართო გეგმებს ისახავდა, კერძოდ აჭარის შემოერთებას. „1855 წლის ზაფხულში რუსეთის არმიის
შეტევის დროს გურიის მილიციის რაზმმა ბაგრატიონ–მუხრანსკია მეთაურობით ქობულეთის საზღვარი
გადალახა და 24 მაისს ქობულეთის მხარე აიღო. პარიზის ტრაქტატით ყველა ტერიტორია, რომელიც
რუსეთის ჯარს ჰქონდა დაკავებული ისევ თურქეთს
დაუბრუნდა, მათ შორის ქობულეთის მხარეც“ (შ. მეგრელიძე, აჭარის განთავისუფლება თურქთა
ბატონობისაგან, გვ. 54, ბათუმი, 1956წ).
„1877 წელს დაიწყო
რუსეთ–თურქეთის ომი. ქართველი ერის
საუკუნოვანი ოცნების დრო ახლოვდებოდა. ი. ჭავჭავაძე წერდა: „არ გვაშინებს....
ჩვენ ის გარემოება, რომ ჩვენ ძმებს ოსმალოს საქართველოში მცხოვრებთ, დღეს მაჰმადიანური
სარწმუნოება უჭირავთ. ოღონდ მოვიდეს კვლავ ის ბედნიერი დღე, რომ ჩვენ ერთმანეთს
შეუერთდეთ.... და თუ საჭიროა, რომ სიყვარულის
ცრემლის უწინარეს ჯერ ჩვენი სისხლი დაიღვაროს, ნუთუ ქართველი უკუდგება და თავს არ შესწირავს
მას, რისთვისაც ორი ათასი წელიწადი თავი უწირავთ ჩვენთა დიდებულთა მამა–პაპათა“ (ნ.კიღურაძე,
რ. გაჩეჩილაძე, გ. სანიკიძე, ისტორია XII კლასი,
გვ. 55, თბ., 2012წ). ამ მიზნით ყალიბდებოდა ქართველთ მოხალისეთა ლაშქარი, რისთვის ოზურგეთში
გაიგზავნა გიორგი ყაზბეგი, სადაც მისი ხელმძღვანელობით, 1877 წლისათვის, ჩამოყალიბდა
ათასეული, რომელიც ომის პერიოდში მოძმეთა ხსნისთვის დიდი შემართებით იბრძოდა. რუსთა
და ქართველთა გაერთიანებულმა შენაერთებმა, რომელიც „ქობულეთის რაზმის“ სახელწოდებას ატარებდა აჭარის
საზღვარი გადმოლახა... აპრილში დაიკავა სოფელი მუხაისტატე და ხუცუბანი. ეს იყო პირველი
მნიშვნელოვანი გამარჯვებები, რამაც საგრძნობლად აამაღლა ქართველთა მორალური განწყობა.
მაისის ბოლოსათვის რუსეთის ჯარი მიუახლოვდა ციხისძისრს. თურქეთის ჯარის მთავრსარდალი
გახლდათ გამოცდილი სამხედრო სტრატეგი დევრიშ–ფაშა. მან ქობულეთის მისადგომებთან, ციხისძირში
განალაგა 35 ათასიანი ჯარი. „ქობულეთის რაზმის“ შემადგენლობაში კი 25 ათასს ითვლიდა.11
ივნისს პირველი შეტევა ციხისძირთან მარცხით
დამთავრდა. მეორე შეტევა განხორციელდა 18 იანვარს, რომელიც წარმატებით დასრულდა. თუმცა
დიდი მსხვერპლის ფასად.
1878 წლის
მარტში, დაბა სან–სტეფანოში, რუსეთსა და თურქეთ შორის დაიდო ზავი. ხოლო 1879 წელს ბერლინის
კონგრესზე დადასტურდა , რომ აჭარა ამიერიდან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო.
თუმცა შემდგომ რუსული ადმინისტრაციის არათანმიმდევრულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა ქართველ მუსლიმ
მოსახლეობას და მისი ნაწილი თურქეთში გადასახლდა.
აჭარის დედასამშობლოში დაბრუნებას დიდი აღფრთოვანებით მიესალმნენ
იაკობ გოგებაშვილი და ილია ჭავჭავაძე.1878 წელს აჭარის დეპუტაცია მიწვეული იქნა
თბილისში. დეპუტაციაში შედიოდნენ: ჰუსეინ–ბეგ ბეჟან–ოღლი (ბეჟანიძე), ჰუსეინ აბაშიძე,
შერიფ–ბეგ ხიმშიაშვილი და სხვები. ძვირფას სტუმრებს მასპინძლობას უწევდნენ გრიგოლ ორბელიანი,
დიმიტრი ყიფიანი, აკაკი წერეთელი და სხვა გამოჩენილი მოღვაწეები. შეხვედრაზე ბრწყინვალე
სიტყვა წარმოთქვა გრიგოლ ორბელიანმა საპასუხო სიტყვა დახვეწილი ქართულით წარმოთქვეს
ჰუსეინ–ბეგ ბეჟანიძე და შერიფ–ბეგ ხიმშიაშვილებმა.
„რუსეთ–თურქეთის
ომის (1877–1878.წ). შემდეგ ქობულეთელების
გაჭირვებიდან გამოსავალის შესახებ ბევრი დაიწერა ქართული ჟურნალ–გაზეთებში.
გაზეთმა „ივერიამ“(#2. 1879 წ). წერილი მოამზადა ილია ჭავჭავაძის ძალისხმევით, სადაც
ილია აღნიშნავდა, რომ „ომებმა თუმცა ყველას მიაყენა აუარებელი ზარალი, მაგრამ აჭარა
და ქობულეთი ყველაზე მომეტებულად დაისაჯა.“ და მოუწოდა ქართველობას ახლად შერიგებულ
ძმებს მიხედავად იმისა, რომ მაშინ საქართველოსაც უჭირდა ეკონომიურად. ყველა ქართველი
უკანასკნელ სახსარს დებდა ქობულეთელთა დახმარების
ფონდში.(თ. კომახიძე, ქობულეთი და ქობულეთელები, გვ.26, ბათუმი 1997წ)
ქართულ ჟურნალ–გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა
მოწოდებები ქართველი ერისადმი, რათა მაქსიმალურად დახმარებოდნენ აჭარელ ძმებს და მართლაც
მოწოდებებმა აათრთოლა ქართველი ერის გრძნობები, რამაც განაპირობა პრაქტიკული და მორალური
მხარდაჭერა საქართველოს ყველა კუთხიდან.
ჩვენ არასოდეს
დავივიწყებთ იმ სიკეთეს, რასაც ქართველი ინტელიგენცია და საქართველო იჩენდა მოძმის მიმართ.
მთელ საქართველოს სტკიოდა იგი. ერთ–ერთ ასეთ სატკივრად ის მიგვაჩნი, რომ ოსმალებმა
ხანგრძლივი ბატონობის შედეგად, ჩვენ წინაპრებს ძალდატანებით ისლამი მიაღებინეს. ისლამის
მიმდევრები დღესაც გვხდებიან ქობულეთში. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ჩვენი ტკივილიანი
ისტორია, ყველამ კარგად უნდა იცოდეს. რომელიც დაგვეხმარება ეროვნული ცნობიერების განმტკიცებაში.
აჭარის ისტორიის ცრემლიანი ფრანგმენტები და სამშობლოს სიყვარული ასაზრდოებს ზურაბ გორგილაძის
პოეტურ სტრიქონებს:
„იესო თუ ისლამი,
ცული ცას შეჰკიოდა,
სამ თვეს მაჭახლისწყალი,
ზღვისკენ წითლად
დიოდა .
სამასი წლის ყორანმა
ჩემს თავზე იტრიალა,
ქრისტეს ძვლებით
მოხაფრა
ხეობები მთლიანად,
ცხრა მარაბდას მორწყავდა,
მე რომ სისხლი
მდენია,
ქვევრებთან მოქირქილევ,
აჭარის დედასამშობლო საქართველოსთან დაბრუნებაში, მისი ჩამორჩენილობის დაძლევაში და კულტურია
განვითარებაში დიდი როლი მიუძღვის ჩვენი ქალაქის მკვიდრთ: ხასან თხილაიშვილს, გულო–აღა
კაიკაციშვილს, ყურშუნ და მემედ ჭყონიებს,დედე ნიჟარაძეს. რომელთა უკვდა სახეებს დღესაც
მოწიწებით და რუდუნებითიხსენიებს ქობულეთელები,
განსაკუთრებით აღსანიშნავია გულო–აღა კაიკაციშვილი,
დიდი ქართველი მამულიშვილი. როცა, აჭარა დაუბრუნდა დედა–სამშობლო საქართველოს, იგი
დაუახლოვდა ქართველი ინტელეგაციის მოწინავე წარმომდგენლებს: ილიას, აკაკის, იაკობ გოგებაშვილს,
ზაქარია ჭიჭინაძეს და სხვებს. მათი თანადგომით, პრაქტიკული დახმარებით უმოკლეს დროში
ბევრს მიაღწია. იგი გრძნობდა, რომ აჭარის აღორძინება განათლების გარეშე შეუძლებელი
იყო. თვით გულო–აღა კაიკაციშვილმა სკოლის მშენებლობისათვის შეისყიდა თავდგირიძეების ვრცელი
მიწის ნაკვეთი 500 მანეთად და 1890 წლის აგვისტოში
საძირკველი ჩაუყარა ქობულეთის პირველ სკოლას, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო 1895 წლიდან.
მისი უპირველესი მიზანი ქობულეთში კულტურული და ეკონომიკური დონის განვითრება და ეროვნული
თვითშეგნების ამაღლება იყო. მან ღირსეულად მოიხადა ვალი სამშობლოს წინაშე. ყველაზე
მნიშვნელოვანი, რაც ისტორიამ შემოგვინახა სახელოვან წინაპართა აჩრდილებია, რომლებიც
დღეს სამშობლოს სიყვარულზე და მამულის ერთანობაზე ღაღადებენ:
„არ გაჩენილა
სხვა სანაცვლო,
უფრო მოწამე,
უფრო კრძალული,
არ გავგიჟდები?!
–ვინმემ გასწავლოს,
სამშობლოს ახსნა
და სიყვარული.“
ქობულეთი დედასამშობლო საქართველოს დაუბრუნდა შეუბღალავი, მოკლე დროში აღიდგინეს ქართული მრწამსი,
რამაც განაპირობა რაიონში განათლების, კულტურის სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის აღორძინება.
No comments:
Post a Comment