Thursday, November 14, 2013

„გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ!“


    ბედნიერი ვართ ჩვენ, რამეთუ ზეგარდამო ნიჭითა და უნარით გასხივოსნებულ საქართველოს სხვადასხვა  კუთხის შვილთა პლეადას ქობულეთის მკვიდრთა, აწ განსვენებულთა სახელოვანი წარსული ამშვენებს. ცნობილ ადამიანთა ნუსხა საკმაოდ ვრცელია, აი ისინი: გულო–აღა კაიკაციშვილი, ხასან თხილაიშვილი, ხუსეინ ბეჟანიძე, ყურშუმ და მემედ ჭყონიები, ქსენია ბახტაძე, მამია კომახიძე, ალექსანდრე ნოღაიდელი, ზურაბ გორგილაძე, ჯემალ ქათამაძე, იუსუფ კობალაძე, მერაბ ხინიკაძე, დურსუნ ინაიშვილი, დავით ხხუტაიშვილი, ხასან ხაბაზი, მამია ხარაზი და სხვები. სწორედ ასეთ ადამიანებზე თქვა პოეტმა:
„ასეთები სულ ცოცხლობენ, არ კვდებიან,
სულ სიკვდილთან სიცოცხლეზე დაობენ,
 რაც დროს გადის, უფრო მეტად მაღლდებიან,
გვანიშნებ, გვასწავლიან თაობებს.“


ქართველი ტრეტიაკოვი

     დღეს ქობულეთი და ქობულეთელები დიდი პატივისცემითა და რუდუნებით იხსენიებს მამია ხარაზის სახელს.
     ცხოვრობდა ქობულეთი წიგნზე უაზომოდ შეყვარებული კაცი, დახვეწილი ინტელიგენტი, საქვეყნოდ მწერლების მცხოვრებისა და მოღვაწეობის მკლევარი, ერთ–ერთი უმდიდრესი დაუნიკალური ბიბლიოთეკის მფლობელი, მსოფლიოში ცნობილი ბიბლიოფილი ბატონი მამია ხარაზი.
     ქობულეთში, დ. აღმაშენებლის ქუჩის #112–ში, ოთხსართულიანი კომუნალური სახლის სახურავში აუცილებლად შენიშნავთ უცნაურ ნაგებობას. მინის კედლებს მინის სახურავი, რომ ადგას გვირგვინად. ეს მამია ხარაზის ცნობილი ბიბლიოთეკაა, რომელსაც „ქართველი ტრეტიაკოვი“ უწოდეს. მისი ბიბლიოთეკა 40 ათასზე მეტ წიგნს ითვლის. ჩვენ კი.... გვინახავს ჩვენო მკითხველო, ეს ბიბლიოთეკა, თუ არ გინახავს, გირჩევ ნახო, წინ უდიდესი სიამოვნება გელის.
                                                                             
    ძნელია გადმოგცეთ ის შთაბეჭდილებები რაც ჩვენ განვიცადეთ. ვუყურებთ გემოვნებით გაფორმებულ წიგნის თაროებს, ფერწერულ ტილოებს და უცნაური ფიქრი შეგიპყრობთ, როგორ შეძლო ამ დიდებულმა ადამიანმა, ამოდენა სულიერი სიმდიდრის დაგროვება. „მინის სახურავიდან ბიბლიოთეკაში აღწევს ზღვისგან გაბნეული სინათლის შუქი, გეგონებათ თითქოს იგი კედლებზე ხატავს იმის მსგავს ორნამენტს, ყოველდღიურად ზღვა რომ პლაჟზე გამორიყულ ფერად–კენჭებით ჰქმნის. მაგრამ თუ აქ ცოტახნით შეჩერდები დაგავიწყდება ზღვის სიახლოვე და სხვა სტიქიას ემორჩილები. ეს წიგნებია – დროის ნაპირები, ხსოვნის ნაპირები და იწყება უსასრულო მოგზაურობა ისტორიასა და საკუთარ სამშობლოში...“ ( ზ.ზოიძე, ნუ იცხოვრებ გამჭვირვალე სახლში გვ.13. ბათუმი, 1993 წ.).
   ბიბლიოთეკის კარი, მამის მეუღლემ მეტად სასიამოვნო ქალბატონმა ორიტამ გაგვიღო. მასპინძელმა შესანიშნავი მეგზურობა გაგვიწია და საინტერესოდ მოგვითხრო ბატონი მამიას შესახებ.
     „მამია ხარაზი პროფესიით ინჟინერ–მშენებელი გახლდათ. განათლება მოსკოვში მიიღო. იქვე დაოჯახდა და ცოლად შეირთო ორიტა პავლეს ასული ლუშჩევსკაია.
იგი წლების განმვავლობაში ქობულეთის #2 საჯარო სკოლაში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.
    ქალბატონი ორიტა მოსკოვში კერძო ბინაში ცხოვრობდა. იგი ასე იგონებს: „სახლი, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით ეზო გვქონდა. რომლის ერთ მხარეს მაკულატურის მიმღები პუნქტი იყო. დილის 6 საათზე ვაგროვებდით ქაღალდებს და მუყაოს ყუთებს. გადაგვქონდა მიმღებ პუნქტში და 8 საათზე პუნქტის გამგეს ვაბარებდით მაკულატურას. სანაცვლოდ, ის წონით გვაძლევდა ძველ ჟურნალ-გაზეთებს.“  ასე გაჩნდა მამაია ხარაზის პირველი ეგზემპლარები.
    „...ეს დიდი ხნის წინ მოხდა. ნარინჯისფერი შემოდგომის ერთ დილას ახალგაზრდა ვაჟკაცი მოსკოვის ხმაურიანი ქუჩით მოდიოდა.და მოულოდნელად წიგნს მოჰკრა თვალი. იგი პირდაპირ მის ფეხებთან, გადაბრუნებულ ხის ყუთზე იდო. წიგნს ყდა არ გააჩნდა. დაძენძილი ფურცლები მარაოსავით იყო გაფოფხრილი, მაგრამ იმ წამსვე იცნო იგი, ბავშვობიდანვე ნაცნობი სიტყვები, დიდი რუსთველის მშობლიური ენა-მისთვის ორმაგად მშობლიური...“
     „ბიჭიკო იყიდე წიგნი, უთხრა მეძველმანემ, ფული არ გაქვს? მაშინ წაიღე მაკულატურაში.“ (გ.ბაცინოკა, „პრავდა“, XI, 1986წ)
     წიგნი აღადგინა და სანუკვარი ადგილი მიუჩინა. ეს მომენტი დასტურია იმისა, თუ რა ძალით იყო შეჭრილი მამია ხარაზის ცხოვრებაში წიგნი - სულიერი სიმდიდრე და ფასეულობა. მამიას მეგობარი ზურაბ ზოიძე ასე გადმოგვცემს :  „ქობულეთში რუსი კოლონისტების ნამოსახლარებში, 60-70-იან წლებში შენობების სხვენსა და სარდაფებში აღმოაჩინა დიდი რაოდენობის გარადგურების პირას მისული ძველმანი წიგნები, რომელიც შემდგომში აღადგინა, აკინძა, სათანადო ყდებში ჩასვა და ახალი სიცოცხლე შესძინა. ამ საქმეში მას დიდად უწყობდა ხელს აწ განსვენებული ედუარდ ტკაჩუკი. მე ვნახე ამ ცხონებულის ნამუშევრები, ის ნამდვილად ხელოვნების ნიმუშია“ (ზურაბ ზოიძე, ნუ იცხოვრებ გამჭვირვალე სახლში. გვ.10. ბათუმი 1993 წ).
  მამია ხარაზს წლების განმავლობაში ახლო ურთიერთობა ჰქონდა აკადემიკოს ვიქტორ აფანასიევთან (იგი გაზეთ „პრავდის“ რედაქტორი იყო. ამ ჟურნალში ხშირად იწერებოდა  მამიას შესახებ). ბატონმა ვიქტორმა 3000 წიგნი აჩუქა, რომელთა საკმაო რაოდენობა ავტორთა ავტოგრაფერბითაა დამშვენებული.
     მოტანილი მაგალითებიდან ნათელია, რომ ყველა წიგნს, რომელიც მამაია ხარაზის მფლობელობაშია, თავისი ბიოგრაფია აქვს. მისი ძვირფასი საუნჯიდან დაიწერა დისერტაციები, შრომები გამოკვლევებები და საკოლო თხზულებები.
დროის ნაპირები ანუ „თამბაქოს მეფე“
ნაფეხურები დარჩება მხოლოდ
და ისიც მორიგ ქარიშხალამდე,
ოჰ, როროგრ მინდა სულ ვიზაფხულო,
დავჯაბნო ბედი და გავუმკლავდე.
                                 მამაია ხარაზი



     ვეღარ დაიტია ვერსად წიგნები მამაია ხარაზმა, ვერც სახლში, სამსახურში და ამიტომ 1976 წელს საცხოვრებელი სახლის სახურავში მოაწყო მანსარდი წიგნებისთვის. მაშინ ბატონი მამია ბათუმის თამბაქოს ქარხნის დირექტორი იყო. 10 წლის შემდეგ, 1986 წელს გაზეთმა „პრავდამ“  მთელ ქვეყანას ამცნო: „ორანჟერეა წიგნებისთვის.“ ხოლო ამ ნარკვევის ავტორმა გ.ბაცანოვამ მოხდენილი ეპითეტებით შეამკო მამაია ხარაზი და მას „თამბაქოს მეფე“ უწოდა. „ნატიფად გამოყვანილი ქართული ნაწერი, ევკალიპტის ტოტის ჩრდილს მოგაგონებდათ.–მხოლოდ ტანჯვა–გამოვლილს ეწვევა შთაგონება– აქ ასე წერია, –თქვა თამბაქოს მეფემ.“ჩვენი თამბაქოს მეფე“ –ასე მოფერებით ეძახდნენ მას ამ მხარეში.
გადაშლილი „ვეფხისტყაოსანი“ მაგიდაზე იდო. იგი ნამდვილად მეფური      გახლდათ. ვახტანგ მეექვსის დროინდელი ტყავის ფოლიანტი, მაგრამ თამბაქოს მეფე წიგნს როდი კითხულობდა. მისი მკაცრი და ნაღვლიანი მზერა ძველთაძველი ფურცლების ზემოთ, იქ სადღაც ღია სარკმლიდან სამყაროს პაწაწკინტელა ნაფლეთზე ერთბაშად სამი სტიქია დატეულიყო. ზღვა, მთები და დაბლობი სივრცე.
   ასეთი იყო პანორამა მეფის სასახლის ზედა სართულიდან თვალსაწიერზე რომ მოსჩანდა, როლის ჰაეროვანი ვერცხლისფერი გუმბათი ქობულეთის მწველი ცის მაღალ კაბადონზე ატყორცნილიყო“ (ზ.ზოიძე, "ნუ იცხოვრებ გამჭირვალე სახლში", გვ.13, ბათუმი, 1993წ).
   შეუძლებელი იყო სხვანაირად მამია ხარაზის საგანძურის ადგილსამყოფელის აღწერა.

ბედნიერებასთან წილნაყარი სიხარული

    „ორანჟერეა წიგნებისათვის“ ბევრ რამეს ინახავს. იქ თავი აქვს მოყრილოი 40 ათასამდე წიგნს, გაზეთს, ხელნაწერს, მაგრამ წიგნის ამ ნაწილში მხოლოდ ზოგიერთ უნიკუმის შესახებ ვისაუბრებ. ამჟამად კი იშვიათად მეგულება მეორე რუსი პოეტი, იმდენი თაყვანისმცემელი ჰყავდეს როგორც ანა ახმატოვას.
     მამია ხარაზის ბიბლიოთეკაში ამ დიდი ადამიანზე იმდენი საინტერესო მასალაა, 192 გვერდიანი ნაშრომი დაიბეჭდა.
     აჟამად ბიბლიოფილის ბიბლიოთეკაში ინახება, ანა ახმატოვას სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგ გამოცემული იშვიათი წიგნები.
    1940 წელს გამომცემლობა „სოვეტსკი პისატელმა“ დაბეჭდა ანა ახმატოვნას ლექსების კრებული: „ექვსი წიგნიდან – 10 ათასი ეგზემპლარი. ოღონდ ტირაჟის მცირე ნაწილი 300 ცალი მოხდა გაყიდვაში. ამ გამოცემის იშვიათი წიგნი არის მამია ხარაზის ბიბლიოთეკაში.
    მსგავსი ისტორია აქვს სერგეი ესენინის სიცოცხლეში გამოცემულ ზოგიერთ მის რეპრესირებულ წიგნს.
    10 წლის წინათ, აშშ გამოსაცემად მომზადდა და დაიბეჭდა საცდელი ეგზემპლარი წიგნისა–ოსინ მადელშტამი, პტოზა, 1983 წ. გამომცემლობა „არდის ანნ არბორ.“ აღნიშნული წიგნი ერთადერთია მსოფლიოში.
   წიგნს აქვს „არდ“–ის რედაქტორის კარ როფერის ავტოგრაფი: „ძვირფასო ვადიმ! აი, შენ ყველაზე იშვიათი გამოცემა მადეშტამისა– სულ ერთი ეგზემპლარი!.... ეს სტამბა ჩვენთვის გააკეთა, ვითარცა საცდელი ეგზემპლარი. ჩემი აზრით ვერავინ შეაფასებს ამასა შენსავით!“
    ვადიმ ფიოდოროვი, ბიოლოგიურ მეცნიერთა კანდიდატი, მწერალი, მამია ხარაზის მეგობარი იყო, რომელმაც აჩუქა ეს წიგნი სათანადო წარწერით: „ერთი, ერთადერთი ეგზემპლარი, შექმნილი კარ პროფერის მიერ! მე მას გადავცემ ჩვენი ლიტერატურის „უნიკუმების“ საგანძურში–მამია ხარაზის ბიბლიოთეკაში–იმ ადამიანის შემსუბუქებული გრძნობით, რომელმაც აღასრულა თავის ვალი პოეზიისა და ჩვენი ლიტერატურის წინაშე" (ვადიმ ფიოდოროვი). 
     სხათა შორის, ვადიმ ფიოდოროვისაგან აქვს ანა ახმატოვასა და ნიკოლოზ გუმილიოვის უიშვიათესი წიგნები.
                                                                         


    მამია ხარზის ბიბლიოთეკაში სულს გაგითბობს ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გრიგოლ ორბელიანის, ვაჟა–ფშაველას, ვოლტერის, გოეთეს, ბაირონის, პუშკინის, ლერმონტოვის, დიუმას, მოპასანის, ჰიუგოს და სხვა. გენიოსთა სიცოცხლეში გამოცემული წიგნები.
      ვახტანგVI-ის სტამბაში დაბეჭდილი „კურთხევანი,“ მოსკოვში, ნეაპოლში, სანკტ–პეტერბურგში დასტამბული უნიკალური წიგნები.

ბორის პასტერნაკის ლურჯყდიანი რვეული, ავტოგრაფები და სხვ....

    1934 წელს „ზაკგიზმა“  სერიით ქართული ლიტერატურის კლასიკოსები რუსულ ენაზე დაბეჭდა ვაჟა-ფშაველას „გველიმჭამელი“, პოემის თარგმანი ბრწყინვალედ შეასრულა დიდმა რუსმა პოეტმა და საქართველოს მეგობარმა ბორის პასტერნაკმა. მქონდა ბედნიერება დღეს  ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეულ ამ გამოცემის ეგზემპლარი დამეთვალიერებინა მამია ხარაზის ბიბლიოთეკაში დამშვენებული მთარგმნელის ავტოგრაფით: ძვირფას კოსტენკას, ბორისი, 30.X. მოსკოვი“.
    ჩემდაუნებურად გაკვირვება  ვერ დავფარე. ეს შემამჩნია მამია ხარაზმა და მითხრა, ბორის პასტერნაკის ხელნაწერები გაჩვენო?
               უკეთეს ვერაფერს იზამ– ვერ დავფარე შინაგანი მღელვარება რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემს ხელთ აღმოჩნდა ლურჯყდიანი რვეული, შეკერილი ღია ფარის ძაფით: ლექსები პროზაული რომანიდან „ექიმი ჟივაგო“ სულ 20 გვერდი.
რვეულის მე–16 გვერდი ბ. პასტერნაკის ხელითაა დაწერილი დაწარმოადგენს ლექსს: „კაკ ბუტნო პობივალ ვ იხ შკურე“. რვეულის პირველ გვერზე ცნობილი რუსი მწერლის   ვ.ლავროვის ხელით წერია: “ხელნაწერი, ავტოგრაფები  და გარეკანი შესრულებულია ბორის ლეონიდეს ძე პასტერნაკის ხელით“ (ზ.ზოიძე, "ნუ იცხოვრებ გამჭირვალე სახლში", გვ.40, ბათუმი, 1993წ)

                                                                                 

საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე მამია ხარაზის ბიბლიოთეკაში


მსოფლიო პატრიარქი ირინეოსი, მამია ხარაზის ბიბლიოთეკაში


    მამია ხარაზის ბიბლიოთეკაში  ბ.პასტერნაკზე დაინტერესებულ პირებს, შეუძლია მიიღოს ფაქტობრივი მასალა, რომლის მსგავსი არსად არ მოიპოვება.
    მ.ხარაზი ლექსებსაც წერდა. აჭარელმა პოეტმა მ.ვარშანიძემ თავის წიგნით 1992 წელს მზის სინათლეზე გამოიტანა მ.ხარაზის რამოდენიმე ლექსი. მანვე 1993 წელს ჟურნალ „ჭოროხის“ I-II ნომერში გამოაქვეყნა მისი ლექსები. „რისთვის“ ჰქვია მამია ხარაზის ლექსს, რომელშიც ნათქვამია ერთგან:
„იბრძვი, აშენებ,დაგენგრევა–ისევ აშენებ
და არც კი იცი, რომ წამები არ ბრუნდებიან,
ადამიანნი წუთი სოფელს რომ ამშვენებენ,
იბადებიან, იზრდებიან, შემდეგ–კვდებიან.
და როცა მოვა დრო სიმშვიდის, შავი მიმწუხრის,
აღარ ვიქნებით მოვალენი ერის წინაშე,
ვიღაცა მოვა და გათელავს ადრინდელ წუხილს,
არარაობად გადაგიქცევს ნაომარ–ნაშენს."
    ბატონ მამიას სიცოცხლეშივე აღელვებდა თავისი წიგნების ბედი. „მინდა შთამომავლობას დავუტოვო ეს სიმდიდრე და ერის საკუთრებად ვაქციო. მაგრამ ინსტანციებში ჩემი ეგოდენი მცდელობა შესაფერისი შენობის ასაგებად ვერ იქნება და ვერ მოვახერხე. და რჩება მხოლოდ ხმა მღაღადებლის უდაბნოსა შინა...“(მ.ხარაზი, "სული დევნილი", გვ.190, თბ., 1992წ). ასე წავიდა იგი წუთისოფლიდან, მაგრამ დაგვიტოვა უდიდდესი სულიერი განძი, რომელსაც ერთ ჭერქვეშ თავმოყრა და გაფრთხილება უნდა. „წიგნებსაც თავისი ბედი აქვთო“  ნათქვამია. მოვა დრო და მამია ხარაზი თავის წიგნებთან ერთად უკვდავებას ეზიარება.
    ეწვიე მამია ხარაზის ბიბლიოთეკას და ეზიარებით იმ დიდ სულიერ ტკბობას რასაც წიგნის სიყვარული ჰქვია.

ქობულეთი–შავიზღვისპირეთის მარგალიტი

ქობულეთის მიკროგეოგრაფია


    შავიზღვისპირეთის მარგალიტი ქობულეთი უნიკალური საკურორტო ადგილის თავისი კლიმატით, რბილი სუბტროპიკული ჰავით, იოდიზირებული ზღვის ჰაერით და ცა დაწვდენილი  ენდემური ფიჭვის, ევკალიპტის, ბამბუკის, კიპარისის კორომებითდა სხვადასხვა ჯიშის პალმებით.
   ქობულეთის „ქვეყანა“ პირობითი სახელდებაა სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს იმ მიკრორეგიონისა, რომელიც კინტრიშ–ჩოლოქის ორმდინარეთის ტერიტორიას შეიცავს  თავისი მთითა და ბარით, იგი გეოგრაფიულად ჩაკეტილი უბანია რომელსაც სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან აჭარა–იმერეთის მთები შემოსაზღვრავს, დასავლეთიდან შავი ზღვა , ხოლო ჩრდილოეთიდან–ჩოლოქისა და ნატანების მდინარეთა წყალგამყოფი ბორცვების მწკრივი აჭარისწყალ სათავეებთან. ვიდრე ნატანების მისადგომამდე (ნ.ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიული გეოგრაფია, "საქართველოს ისტორიის საკითხები" მერვე, გვ.10. თბ., 1989წ). 
     ქობულეთი თავდაპირველად მესხეთში, ოძრხის სამთავროში შედიოდა, შემდეგ გურიის სამთავროში, 1878 წლიდან 1917 წლამდე ქობულეთის რაიონი ბათუმის ოლქის შემადგენლობაში შედიოდა. 1924 წლიდან იგი გამოიყო ქობულეთის მაზრის სახელწოდებით. 1963–1964  წლებში ნ. ხრუშჩოკის ანარქისტური მმართველობის დროს ქობულეთის რაიონი შეუერთეს ბათუმის რაიონს და იგი იწოდებოდა ჩაქვის რაიონად. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ხალხის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ნ. ხრუშჩოვის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, 1964 წელს ქობულეთის რაიონმა სტატუსი და სახელი აღიდგინა. როგორც აღვნიშნეთ ქალაქის სტატუსი 1944 წელს მიიღო.
   ქობულეთი თავდაპირველად ყველა მხრიდან გარშემორტყმული იყო ჭაობით. მიუხედავად ამისა, საუკეტესო ჰავა და პლაჟი იზიდავდა დამსვენებლებს.
ქობულეთს ამ მხრივ ყურადღება გასული საუკუნის დასაწყისში მიექცია.
   „1913 წლის 15 ივლისს ბათუმში გამართულ, ბათუმის ექიმთა საზოგადოების ოქმში ვკითხულობთ: ქობულეთის ზღვისპირის ზოლი თავისი ბუნებრივი თვისებებით, ზღვის წყალს იდეალური სისუფთავით, ძლიერი ტალღების დროსაც კი, ქვიშიანი ძალიან განიერი პლაჟით წარმოადგენს საუკეთესო ადგილს ზღვაში ბანაობისათვის, მზისა და ქვიშის აბაზანის მისაღებად. აღნიშნულ სხდომაზე  მოსკოვიდან ჩამოსულმა ექიმმა პროფესორმა ა. კისელმა, რომელიც კარგად იცნობდა საზღვარგარეთის საუკეთესო კურორტებს, აღნიშნა: „სახელგანთქმულ პლიაჟს ოსტელდელში, რომლის კეთილმოწყობისთვის დახარჯული მილიონები, არ შეუძლია გაეჯიბროს ქობულეთს, ამიტომაც საჭიროა  ქობულეთის პლაჟის დაცვა, ამ ნამდვილად ბუნების იშვიათი ძეგლისა“ (ნ.შერემეტევსკაია, "ქობულეთი, ზღვისპირა კურორტები", გვ.33, თბ., 1914წ).
    1923 წელს აჭარის ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარიატმა ქობულეთი სახელმწიფო მნიშვნელობის კურორტად გამოცხადა. საკურორტო საქმიანობის შემდგომი განვითარებისთვის საჭირო იყო მალარიის აღმოფხვრა. ამ მიზნით ჩატარდა კომპლექსური სამუშაოები. მდინარეთა  კალაპოტების მიმართულებით გაითხარა არხები, დაჭაობებული ადგილების ზედაპირი დამუშავდა ქიმიური ნივთიერებებით, რამაც ხელი შეუწყო მალარიის საბოლოო აღმოფხვრას. ყოველივე ამან სტიმული მისცა საკურორტო  მშენებლობის განვითარებას. აშენდა საკავშირო მნიშვნელობის  სანატორიუმები, დასასვენებლინსახლები, პანსიონატები. 90–იან წლებში. ჩვენს ქვეყანაში შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა საკურორტო დაწესებულებების ამორტიზაცია გამოიწვია. მათ მაგივრად აშენდა ევროპული დონის სასტუმროები, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა დამსვენებლების რიცხვი და ხელი შეუწყო ტურიზმის განვითარებას.
                                                                               

მზის და სიცოცხლის ქალაქი


    ქ.ქობულეთის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია ზღვის კლიმატი, რომელიც ხასიათდება სირბილით, ჰაერის სისუფთავითა და თანაბარი, როგორც სადღეღამისო, ისე სეზონური ტემპერატურის ამპლიტუდით.
   ექიმ პერედელსკის გადმოცემით „ქობულეთში ზღვაში ბანაობას გააჩნია უპირატესობა სხვა კურორტებთან შედარებით: ბათუმში მსხვილი ქვები სანაპიროზე ბანაობას არასასიამოვნოს ქმნის და ამასთანავე ქალაქში აუტანელი სიცხეა, ფოთში საშინელი სინესტეა, ტუაფსედან შავი ზღვის სანაპირო ერთნაირია და მოსაწყენი, ნოვოროსიისკში სჭარბობს ქარი და მტვერი, რაც იქ ყოფნას შეუძლებელს ქმნის...“ (ნ.შერემეტევსკაია, "ქობულეთი, ზღვისპირა კურორტი",გვ.10. თბ., 1941წ).
     ქობულეთის აღმოსავლეთით მდებარე დაბლობი ამისთვის საკმაოდ დადებით როლს თამაშობს. იგი ქმნის გახსნილ ჰორიზონტს, რომელიც ხელს უწყობს ჰაერის ტემპერატურის გათანაბრებას და მისი სინოტივის დაქვეითებას. ჰაერში მშრალი ნაკადები ხელს უწყობენ ადგილის შედარებით სიმშრალეს.
   ქობულეთის ჰავა მთების სიმაღლის მატებასთან ერთად ჯერ ზომირეში გადადის, შემდეგ გრილში, ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა იცვლება 13,5–გრადუსიდან   -14 გრადუსამდე. ზღვისპირა ზოლში 25-30 გრადუსამდე შესაბამისად მთის ნაწილში.
ყველაზე ცივი თვე ითვლება თებერვალი, ყველაზე ცხელ თვეებად ითვლება ივნისი, ივლისი, აგვისტო.
    ქობულეთში გაბატონებულია ჰაერის დასავლეთისა და აღმოსავლეთის დინება. აქ ქარების მიმართულება განსაკუთრებული ხასიათი აქვს, რომელთა 47% ზღვიდან ხმელეთისკენ ქრის, 43%  ხმელეთიდან ზღვისკენ. ქარის ძალა ქობულეთში საშუალოდ წამეში უდრის 2,5-3 მეტს. ქროლა დღისით მეტია, ვიდრე ღამით. უქარო დღეები ქობულეთში ცოტაა, ყველაზე ნაკლები – მარტში.
    დღისით დედამიწა თბება უფრო ძლიერ, ვიდრე ზღვა, რის გამოც მის ზემოთ ატმოსფერული წნევა კლებულობს და ამისთვის წარმოიშვება ზღვის ქარები. ღამით ხმელეთის ზედაპირი უფრო ცივია, ვიდრე ზღვის. ამის გამო ქარი იცვლის მიმართულებას და უბერავს ხმელეთიდან. ასეთ ქარებს ბრიზები ეწოდება. რაც უფრო შესამჩნევია ბრიზების სიძლიერე, მით უფრო ნაკლებად იგრძნობა ზაფხულის სიცივე და იონიზაციაც უფრო ძლიერია.
    ქობულეთში საშუალო წლიური ბარომეტრიული წნევა უდრის 1014 მილიბარს, ძლიერი ამპლიტუდა 8 მილიბარს, ატმოსფერული წნევა მცირედ მერყეობს, რაც დამსვენებლებისთვის სასარგებლოა.
    ქობულეთში ნალექების  საშუალო წლიური რაოდენობა უდრის 2300 მმ-ს. მეტი ნალექი მოდის შემოდგომა–ზამთარში, ნაკლები გაზაფხულზე.წვიმები აქ ტროპიკული ხასიათისაა. თოვლი იშვიათია, წვიმიანი დღეები ქობულეთში 171 დღეა. თოვლიანი დღეებისა კი 12-დან 17-მდე . საშუალო წლიური ღრუბლიანობა 65-66 დღეა. ყველაზე მეტი ღუბლიანობა მოდის ხამთრის პერიოდში. ქობულეთისთვის დამახასიათებელია მზის ინტენსიური რეაქცია. მსგავსი მზის რეაქცია სასარგებლოა ისეთი      ავადმყოფობისთვის, ვისთვისაც ძირითად თერაპიულ–სამკურნალო საშვალებად ითვლება ჰელიო–თერაპია, სხვა ზღვისპირა კლიმატის სამკურნალო ფაქტორებთან კომბინაციაში.
                                                                      
   „ვრცელი10 კილომეტრზე მეთი სიგრძის ქვიშიანი–ხრეშიანი და შესაბამისი სამკურნალო კლიმატური მონაცემებით, პლაჟი ქმნის პირობებს, რათა ქობულეთში შევქმნად მასშტაბური საკურორტო კომბინატი, მრავალ დაავადებათა სამკურნალოდ. კურორტის მთელ სიგრძეზე გაშენებული ხშირი ფიჭვნარის ზოლი, მნისვნელოვნად ადიდებს კურორტის ღირებულებას. შესანიშნავი პლაჟი და მწვანე ზოლის ეს კომბინაცია ქმნის სასურველ პირობებს ავადმყოფების იმ ჯგუფის სამკურნალოდ, რომლებიც ვერ იტანენ მზის სხივების ხანგრძლივ მოქმედებას და უფრო საჭიროებენ აეროთერაპიას, არეკლივ და გაბნეულ მზიურ რადიაციასთან ერთად. ქობულეთში საბანაო სეზონი გრძელდება 7 თვეს, ხმელთაშუა ზღვიდან შემოსული თბილიდინებისა და მზის მნიშვნელოვანი რადიაციიის მეოხებით. წყლის საშუალო წლიური ტემპერატურა აღწევს +17 გრადუს და მერყეობს საბანაო სეზონის განმავლობაში (მაისიდან ნოემბრამდე.)  +28 გრადუსამდე, რაც გაცილებით მაღალია სხვა ზღვის სანაპირო კურორტებთან შედარებით“ (თ.კომახიძე, ქობულეთი და ქობულეთელები, გვ.63, ბათუმი, 1999წ).
  მრავალმა სამეცნიერო დაკვირვებებმა გვიჩვენა, რომ  იძლევა მკურნალობის მაღალ შედეგებს. შემდეგ დაავადებებზე: გულსისხლძარღვთა სისტემის რაქიტი, ნერვოზი, სისხლნაკლებობა, სასუნთქი გზების დაავადება, ჯირკვლების და სახსრების, ტუბერკულოზისა და სხვა.
                                                                             
   ქობულეთში ავადმყოფებს მოკლე დროში ემჩნევათ ჰემოგლობინის მომატება, მადის, ძილის და ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუნჯობესება. ქობულეთი საუკეთესო შედეგს იძლევა ნევრობიკების მკურნალობისათვის, რომლის გრანტია ლამაზი ლანდშაფტი. ზაფხულის თვისების სასიამოვნო სიცხე, მზის პირდაპირ და ანარეკლი რადიაცია, ჰაერის მასების ზომიერი ამპლიტუდის ზომიერება, მდიდარი დეკორატიული მცენარეები.

ცოცხალი გეოგრაფიული მუზეუმი და დაცული ტერიტორიები

                                                                           

        ქობულეთი ბუნებრივი პირობებით მეტად საინტერესო მხარედ ითვლება. იგი აჭარის ხიბლი და სილამაზეა. მდიდარი და მრავალფეროვანია მისი ბუნება. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ აჭარა და მათ შორის ქობულეთი, ბუნების ცოცხალი გეოგრაფიული მუზეუმია. მისი ლანდშაპტი განუმეორებელია.
   ქობულეთის ტერიტორიული ნაწილი მთლიანად უკავია ვაკეს. ქობულეთის დაბლობი ჩრდილოეთით თანდათან განიერდება და უერთდება კოლხეთის დაბლობს. ქალაქ ქობულეთის ტერიტორია უდრის 22 ათას კვ.კმ. მოსახლეობა   18.350 ათას კაცს.
                                                                              


   ქობულეთის ბუნებრივი საზღვრებია: ჩრდილოეთიდან მდ. ჩოლოქი, აღმოსავლეთიდან ისპანის ჭაობები, რომლებიც წარმოადგენენ კოლხეთის დაბლობის გაგრძელებას, სამხრეთიდან – აჭარის მთების კალთები, რომლებიც უშუალოდ ებჯინებიან ზღვას და რომლებზეც გაშენებულიაკურორტი ციხისძირი, დასავლეთიდან – შავი ზღვა.
    ქობულეთი მართლაც ბუნების ცოცხალი მუზეუმია, ისპანის სფაგნუმიანი ტორფნარებით, რომელსაც ზემოდან გადმოჰყურებს აჭარა–გურიის მთები.
ქობულეთის დაცული ტერიტორიების შესწავლის მიზნით ვეწვიეთ ისპანის ტორფნარერბს, ჩვენ წინ გადაიშალა ბუნების საოცარი ქმნილება სფაგნუმის გუმბათი, რომელიც საბანივით ახურავს ნიადაგის ზედაპირს.
                                                                             

   დედაბუნების ამ უნიკალური ძეგლის საოცარი ეკოსისტემა ფიჭვნარის „ეკოპლაჟიდან“ იწყება. აქ განთავსებულია საინფორმაციო–საინტერპრეტაციო დაფები: „ისპანის ტორფნარები და ეკოტურიზმი“. ისინი მოგვითხრობენ ფლორისა და ფაუნის, უნიკალური ჰიდროლოგიის, ტორფნარისა და ადამიანის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს.
                                                                        
    ისპანის დაცული ტერიტორიები ქობულეთის აღმოსავლეთით მიუყვება, ჩრდილოეთით თიკერის რელიქტური კოლხური ტყის „აღდგენის ზონა“ ესაზღვრება, აღმოსავლეთით მას მუდამ დათოვლილი გომის მთა, კინტრიშის ულამაზესი ნაკრძალი და აჭარა–გურიის მთები გადმოსცქერის.
    1996 წლის 7 ივლისს ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი და აღკვეთილი ისპანის სფაგნუმია  ტორფიანი ჭაობების გამო შეტანილოი იქნა "RAMSAR"-ის კონვეციის მსოფლიო მნიშვნელობის ჭაობების სიაში.
    ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალმა და აღკვეთილმა ფუნქციონირება დაიწყო 2002 წლის 1 იანვრიდან, ძირითდად უნიკალური პერკოლაციური ცოცხალი სფაგნუმიანი ტორფნარების „ისპანი ორისა“ და „ისპანის ერთის“ ბაზაზე
                                              
                                          უძველესი ანტიკურიხანის ნამოსახლარი
                                                                                 

    ტორფნარები ინახავენ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ ძეგლებს. ისპანი პირველში 1964 წელს სადრენაჟო არხის გათხრებისას აღმოჩენილი იქნა „ისაპანის“ ძვ.წ IV-III ათსწლეულის მიჯნის დროინდელი ტორფქვეშა ენეოლით–ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარები. აქ 5–6  ათასი წლის წინ დასახლებულა ადამიანი, მაშინ როცა ეს ადგილი ჯერ კიდევ არ იყო დაჭაობებული.
    ისპანის დაცული ტერიტორიების ჩრდილო–დასავლეთ მხარეს, მდინარეების ჩოლოქისა და ოჩხამურის შესართვთან, მდებარეობს შუაბრინჯაოს ხანის (დაახლოებით 3500–4500 წლის წინანდელი დრო) ნამოსახლარი „ნამჭედური“ და ანტიკური ეპოქის ნაქალაქარი „ფიჭვნარი“
                                             ისპანის საოცრებანი სფაგნუმის გუმბათი
                                                                                  
დროზერა


ყვითელი დუმფარები

    ისპანის ტორფნარები ბიომრავალფეროვნებისთვის განსაკუთრებული ყველაზე მეტად ხელუხლებელი ჰაბიტატებია, რომელთაც ადამიანის ზამოქმედება არ განუცდიათ. აქ შეგიძლიათ იხილოთ თეთრი ხავსის ანუ სფაგნუმის მიერ შექმნილი საოცარი „ბალიშები“,  სადაც ჩრდილოეთის ფლორის სახეობასთან ერთად ( როგორიცაა: ცვრიანა ანუ მწერიჭმია დროზერა, ჩრდილოეთის ისლი, კავკასიის ფლორისთვის უჩვეულო მანანა) იზრდება კოლხეთი ფლორის ელემენტები (ხანგრძლივად მოყვავილე იელი, პონტოს შქერი, მოცვი) „ბალიშებზე“ ხარობს ასევე: სამეფო გვიმრა, ჯადვარი, ენდემური კავკასიური რინხოსპორა. აქვე ნახავთ იშვიათ ლოკოპოდიელეას.
    „ისპანის ცოცხალი სფაგნუმიანი ტორფნარი თითქმის ტბაა ნიადაგის ზედაპირის ზემოთ (25-24 სმ). იგი არასდროს იფარება წყლით. გარემოს დაბინძურებისადმი  ყველაზე მგრძნობიარე სფაგნუმი წყალთან ერთად ქმნის სრულიად გლუვ გუმბათს, რომელიც შემოგარენიდან 4-5 მ-ით მაღლაა წამოწეული.
    სფაგნუმი ისე მოქმედებს, როგორც ღრუბელი, მას შეუძლია წონასთან შედარებით 25-ჯერ მეტი წყალი შეიწოვოს. ძლიერი კოკოსპირული წვიმებისა, როცა დღედაღამეში 100 მმ ნალექი მოდის და არემარე წყალითაა დაფარული. ისპანი II-ის ხელუხლებელ 300 ჰა გუმბათს შეუძლია 25 სმ-ით „გაიბეროს“ და  შეისრუტოს წყლის დიდი რაოდენობა. ამ დროს ერთადერთი მშრალი ადგილი ქობულეთში მხოლოდ ისპანი II-ის გუმბათია. მისი დანახვა გადასახედი კოშკიდანაა შესაძლებელი“ ფაუნის სახეობიდან აქ ბინადრობს: ტურა, წავი, ნუტრია, ლელიანის კატა, ჭაობის კუ" (გაზეთი "ჩემი ქობულეთი", ქობულეთის დაცული ტერიტორიები, გვ.3. #12, 2013წ).
                                                                            
   ჭაობში ახლაც მიმდინარეობს ტორფის აკუმულაციის პროცესი. მისი ასაკი 4000 წელს ითვლის.
   ჭაობს განსაკუთრებული ბიოლოგიური და უდიდესი გარემოსდაცვითი ღირებულებანი გააჩნია, როგორიცაა: გლობალური და რეგიონალური კლიმატის რეგულაცია, წყალმარეგულირებელი და წყალშემკავებელი ფუნქცია.
საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ძლიერ, შეთანხმებულ, გაწონასწორებულ ეკოსისტემას მკაცრი დაცვა და მოვლა ესაჭიროება. ამიტომაც ჩვენი უპირველესი მოვალეობაა გაუფრთხილდეთ ბუნების ამ საოცარ ქმნილებას.
    მაშ ეწვიეთ ზაფხულობით ქობულეთს და დატკბით თეთრი ხავსის საოცარი „ბალიშებ"–ის: ხილვით, სადაც იზრდება კოლხეთის ფლორის სხვადასხვა სახეობები.
    და მაინც ლამაზია ქობულეთის დაცული ტერიტორია ზამთარში, როცა ჩრდილოეთიდან გედების, ბატების, იხვების, წეროების, თეთრი და რუხი ყანჩების გუნდები მოფრინავენ. ისინი საბინადროდ უპირატესობას დაჭაობებულ ადგილებს და წყლიან მდელოებს ანიჭებენ.
                                                                            




                             ქობულეთის დაცული ტერიტორიების ორნითოფაუნა
                                                                            


    ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის ძირითად სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს რამსარის საერთაშორისო მნიშვნელობის ვეთლენდების კონვენცია, რომელიც განცაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მათი, როგორც ფრინველების მნიშვნელოვანი თავშესაფრის დაცვაზე. შეთანხმება მიღებული იქნა 1971 წელს.
   ქობულეთის დაცული ტერიტორიები კოლხეთის დაბლობთან ერთად, 1996 წლიდან რამსარის საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიაა. ამ ტერიტორიაზე გადის გადამფრენი ფრინველთა სამიგრაციო მარშრუტი.
    უცხოელ მეცნიერების მიერ ჩატარებულ დაკვირვებებზე დაყრდნობით ქობულეთის დაცული ტერიტორიების 55 სახეობის ფრინველი იყენებს საბინადროდ, აქედან 4 სახება შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში, ხოლო 2 სახეობა IUCN-ის წითელ ნუსხაში.
ფრინველები ტორფნარების ყველაზე თვალსჩინო წარმომადგენლები არიან. დაცულ ტერიტორიაზე ზაფხულობით ფრინველს ნაკლებად დაინახავთ, სამაგიეროდ შემოდგომაზე და გაზაფხულზე უამრავი ფრინველი იყრის თავს.
    მრავლადაა ბეღურასნაირები: შაშვი სებრინი, ტოროლები, მწყერჩიტები, ბოლოქანქარები, კვირიონები, შოშიები, სკვინჩები. ისინი ფრინველთა შორის ყველაზე მოხეხებული და მარჯვე არსებები არიან. გავრცელებული ჩრდილოეთ ტუნდრიდან ტროპიკულ რეგიონამდე დედამიწის სხვადასხვა ჰაბიტუსში, მათ შორის მრავლადაა შორს მანძილზე მიმაფრენი სახეობებიც, რომლებიც ზაფხულის განმავლობაში მრავლდებიან, ზამთარში კი როცა საკვები მცირდება, სამხრეთით მიგრირებენ.
  მათი წარმატების ძირითადი მიზეზი საკვების მრავალნაირ წყაროსთან შეგუების უნარია. ბეღურასნაირია რამოდენიმე სახეობა (ბეღურა, სკვინჩა) მარცვლოვანი კულტურის სერიოზული პარაზიტები არიან.
    „ბეღურასნაირთა შორის არიან ჯგუფები რომლებიც ფრინველთა სამყაროში სასიამოვნოდ გალობენ. მათგან ჩვენს ტერიტორიაზე გვხვდება მინდვრის ტოროლა, რომელიც გაზაფხულზე მოფრინდება და შემოდგომაზე მიგრირებს სამხრეთისკენ. მეტად საინტერესოა ფრინველთა შაშვისებრთა ოჯახის წარმომადგენელი გულწითელა, რომელიც საკმაოდ ცნობისმოყვარეა და ხშირად ადამიანს არ ერიდება. ის ჩვენთან იზამთრებს. საქართველოში გავრცელებული ქათმისნაირებიდან თბილ ქვეყნებში გამოსაზამთრებლად მხოლოდ მწყერი მიგრირებს. თუმცა მცირე რაოდენობით გარკვეულ ადგილეში ზამთრობით რჩება. ის ქათმისნაირები ყველაზე პატარა წარმომადგენელია და ცივ პირობებთან შეგუება უჭირს. ამიტომ ზამთარში წვიმის სეზონის დაწყებისთანავე  სამხრეთისკენ მიგრირებს. მას აქვს გარემოსთან შეხამებული მოყავისფერო ბუმბული და საფრთხის გამოჩენისთანავე მიწაზე გაერთხმება და ცდილობს შეუმჩნეველი დარჩეს, სანამ საფრთხე არ ჩაივლის" (გაზეთი "ქობულეთი", ქობულეთის დაცული ტერიტორიები, გვ.3, #5, 2003წ).
   შემოდგომაზე ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე მტაცებელზე დაკვირვებაცაა შესაძლებელი. სხვადასხვა სიმაღლისა და სხვადასხვა სისწრაფით ჰაერში მონავარდე ძერები, შევარდნები, არწივები. მტაცებლებს შორის ყველაზე სწრაფი შევარდენია. იგი როცა მსხვერპლის დასაჭერად ეშვება საათში 300კმ–ს ავითრებს. იგი შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში. ასევე სწრაფია მარჯანიც, ის საშუალო ზომის შევარდენია. მას შეუძლია მერცხალზე ქვემოთ ფრენა და ამავე დროს ადვილად მანევრირებს ჰაერში.
თუმცა ცაში ყველაზე ლამაზი მაინც არწივია. მისი გაშლილი ფრთები 2 მეტრამდე აღწევს. არწივი ჰაერში 80კმ/სთ–ს ავითარებს და შეუძლია მიმართულების უეცრად შეცვლა.
   ჩვენთან გავრცელებულ არწივებს შორის ყველაზე დიდი თეთირკუდა არწივია, რომელიც თითქმის ყოველთვის წყლის მახლობლად გვხვდება. უკანასკნელ წლებში საქართველოში ამ ფრინველის ბუდობა არ დაფიქსირებულა. ის საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი და IUCN-ის წითელ ნუსხაში. საკმაოდ იშვიათი ფრინველია ბექობის არწივი რომელიც დიდი ზომის აქტიური მტაცებელია.
   ძელქორებს შორის ყველაზე დიდი ზომისაა ჭაობის ძელქორი. ის საქართველოში ბუდობს და მიგრირებს კიდეც, თუმცა ბოლო ხანებში მისი ბუდობა არ დაფიქსირებულა.
                                                            
                                                               მუდამ გვახსოვდეს!
                                                                                  
      მსოფლიოს ეს უნიკალური საგანძური ყოველი ჩვენგანისაგან სათუთ მოფრთხილებას მოითხოვს, რადგან მრავალი სახეობისთვის ნაკრძალი ერთადერთი თვშესაფარია. ნადირობა მკაცრადაა აკრძალული. აქ ფაუნის ყველა სახეობას კანონი იცავს.
ეწვიეთ ქობულეთს და ზამთრითაც შეგიძლიათ დატკბეთ ბუნების ამ სიმშვენიერის ხილვით. რადგან ჭაობიან ადგილებს გააჩნიათ შეუდარებელი ესთეთიკური და სულიერი სილამაზე, ისინი ქმნიან იდეალურ პირობებს ეკოლოგიური ტურიზმის განვითარებისთვის. ჭაობებს ბუნებრვი მდგომარეობის შესანარჩუნებლად უფრო მეტი სარგებლობა მოაქვთ, ვიდრე მისი დაშრობით.
                                                                              
     ჭაობის ბიოლოგიური მრავალფეროვნება ეს არის სიცოცხლისთვის გარდაუალი, უსაზღვრო ფასეულობათა წყარო, რომელი ქმნის საფუძველს კაცობრიობის არსებობიათვის. ამიტომაც მოუაროთ და გაუფრთხილდეთ მას. ლამაზი ლანდშაპტი დაცული ტერიტორიების  მოსახლეობის  ჯანმრთელი ცხოვრების საწინდარია.


იცით თუ არა თქვენ?


   ...რომ ქობულეთი პირობითი სახელდებაა სამხერეთ-დასავლეთურ საქართველოს იმ მიკრორეგიონისა, რომელიც კინტრიშს-ჩოლოქის ორმდინარეთის ტერიტორიას შეიცავს თავისი მთითა და ბარით. აქ მოედინება კინტრიში, მისი მთავარი შენაკადი კინკიშა. შენაკადების საკირე , ქარიმულის ღელე, წერაკვეთის ღელე, საგებაურის წყალი, ხერკნალა, გომი, ყვიალი, ქობრონა, სკურდა, ძენისული, ნაგეღლავა, აჭყვა (შენაკადები: განისგული, აჭყვანკალა, საკანლმახე) ჩოლოქი და ოჩხამური შენაკადებით, დეხვა მცირე ღელეებით.
   ...რომ ქობულეთ გეოგრაფიულად „ჩაკეტილი“ უბანია, რომელსაც სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან აჭარა-იმერეთის მთები შემოსაზღვრავს, დასავლეთდან-შავი ზღვა, ხოლო ჩრდილოეთიდა ჩოლოქისა და ნატანების მდინარეთა წყალგამყოფი ბორცვების მწკრივი აჭარისწყლის სათავეებთან, ვიდრე ნატანების მისადგომებამდე.
    ...რომ მდინარე ჩოლოქი დღეს აღარ არის შავ ზღვაში დამოუკიდებლად შემდინარე, იგი მდინარე ნატანების მარცხენა შენაკადია. მას ერთვის შესაყართან ახლოსა და ამიტომაც იგი არა წამროადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ საზღვარს საქართველოს სხვა ნაწილებთან. ეს საზღვარი მდინარე ნატანების, მართალია მცირე, მაგრამ ერთ მონაკვეთზე გადის.
    ...რომ ძვ.წ აღ III ათასწლეულის შუახანებამდე ქობულეთის დაბლობზე ზღვის სანაპირო ხაზი გადიოდა თანამედროვე ხაზის აღმოსავლეთით ერთ–ერთნახევარ კილომეტრზე. ისპანის ტორფნარი წარმოადგენდა ზღვის გაყოლებას, რომელსაც შლამით კვებავდა მდინარეები: ჩოლოქი,ოჩხამური , შავღელე და აჭყვა.
    ...რომ ახლა შავზღვური გადაადგილების პერიოდამდე (ძვ.წ.აღ XVI-XV ს) მდ ჩოლოქი და ოჩხამური ცალ–ცალკე ერთვოდნენ ზღვას.
    ...რომ ძვ. წ. V-VI ს–ში შექმნილ დოკუმენტებში ქობულეთის შესახებ წერია!.... ეს ქვეყანა ჭაობიანი, თბილი, წყლიანი და ტყიანი, წლის ყოველ დროს აქ ხშირი და ძლიერი წვიმები მოდის. ადამიანებს საცხოვრებელი ჭაობებში აქვთ და მათი ხის  სახლები წყალზეა გამართული. ისინი ცოტას დადიან ფეხით ქალაქებსა და ნავსადგურებში, არამედ დაცურავენ აღმადაღმა მთლიან ხეში ამოღებული ნავებით რადგან, არხები ბევრია.
    ...რომ, ძვ.წ.III ათასწლეულის შუა ხანებიდან დაიწყო შავი ზღვის დონის აწევა, რომელიც თითქმის ათ საუკუნეს გრძელდებოდა, რამაც აიძულა ქობულეთის ზღვისპირეთის მცხოვრებლებს დაეტოვებიმათ საცხოვრისი და მაღლობებისკენ გადაენაცვლათ, მაგრამ მე–17, მე–16 საუკუნისათვის ზღვის დონის დაწევისთანავე იგი დაუბრუნდა ზღვის ზოლს, როგორც თევზეულითა და იოლად ხელმისაწვდომი გარეული ცხოველებით მდიდარ ტერიტორიას.
     ...რომ, ქობულეთი მცენარეულობის სახეების მიხედვით დაიყოფა ვერტიკალურ ზონებად. ყველაზე მაღალი ზონა წარმოდგენილი იყო ალპური მდელოებით, რომელიც ადრიდანვე გამოიყენებოდა საზაფხულო საძოვრებად (ხის მთის მიდამოები). ალპურ ზონას ებჯინა შერეული ტყის ზონა, რომელიც თანდათანობით სიმაღლის კლების კვალობაზე გადადის ფოთლოვან მასივებში. მას ეკავა მთელი მთისწინეთთა–ჭახათ–აჭყვისთავ–ქაქუთ–ნაცხავატევ–აჭი და ბარის ტერიტორია. წინა საუკუნეში ადამიანის ჩარევის შედეგად, ისეთი კულტურების მასობრივად მოშენებით, როგორიცაა ციტრუსი, ჩაი,  ტუნგი მკვეთრად შეიცვალა მცენარეული საფარის სახით.

უნდა იცოდეთ,რომ....

      ....არქეოლოგიური გათხრებით დადგენილია ადამიანის ნამოსახლარები ჯერ კიდევ ძვ.წ. მეშვიდე–მესამე  ათასწლეულებში ჯიხანჯურში, ხუცუბანში, კვირიკეში და სოფელ ქობულეთში.
       ...ჩვენმა წინაპრებმა ძვ.წ მესამე ათასწლეულის დამდეგისათვის იცოდნენ ლითონისდამუშავება და გამოყენება.
       ...ქობულეთის უგრძესი მდინარე კინტრიში სულ 45 კილომეტრზე მოედინება, სათავე ზღვის დონიდან 2599 მეტრზე აქვს, ყოველ წამში მას ზღვაში კუბური მეტრი, ხოლო წელიწადში 540 მილიონი კუბური მეტრი წყალი შეაქვს.
        ...ქობულეთის რაიონში ამჟამად მოქმედებს 11 ქრისტიანული ეკლესია. მათგან კვირიკის წმინდა გიორგის ეკლესია ერთადერთია ქრისტიანულ სამყაროში, სადაც მორწმუნეები გიორგობას 16 ნოემბერს აღნიშნავენ.
        ...1854 წლის 4 ივნისს ჩოლოქის ბრძოლაში გერმანელმა ანდრონიკოვმა 6000 მებრძოლით გაიმარჯვა თურქების 34000–იან არმიაზე და ამით დიდი ხნით შეაჩერა თურქების წინსვლა გურიის დასაპყრობად.
        ...სახელი „ქობულეთი“ თავდაპირველად დღევანდელ სოფელ ქობულეთს დაერქვა. მას შემდეგ კი, რაც მდ კინტრიშის შესართავთან კვლავ გაჩნდა დასახლება, რომელიც თურქებმა „ჩურუქსუთ“ „მონათლეს“ სოფელ ქობულეთს „ძველ ქობულეთად“ მოიხსენიებდნენ, ხოლო კინტრიშის შესართავთან არსებულს – „ახალ ქობულეთად“.
        ...პოსტსაბჭოთა სივრცეში, ქობულეთის დ.აღმაშენებლის (ყოფილი ლენინის) ქუჩა ითვლებოდა ყველაზე გრძელ ქუჩად, რომლის სიგრძე 13კმ–ია.

ეკოტურიზმი და მომავალი

შავი ზღვა უნიკალური გარემო

    უძველესი დროიდან მოყოლებული შავი ზღვა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში. დღესაც შავი ზღვა საქართველოს ერთ-ერთი უმნშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსია, რამაც ქობულეთი შავიზღვის ერთ-ერთ უნიკალურ კურორტად აქცია. კურორტის განვითარება მომავალში ხელს შეუწყობს სულ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსვლას. ეს კი მოსახლეობის დასაქმებისა და ეკონომიკის განვითრების საწინდარია. რადგან ჩვენი ქალაქის ღირებულებას შავი ზღვა და მისი უნიკალური წვრილქვიშიანი ფართო პლაჟი წარმოადგენს. გადავწყვიტეთ შეგვესწავლა შავი ზღვა და მისი ეკოლოგიური პრობლემები.
    შავი ზღვა ერთ–ერთი ყველაზე უნიკალური ჩაკეტილი წყალსაცავია მთელ მსოფლიოში. როლის მოცულობა დაახლოებით 550 კმ კუბს შეადგენს.
   შავი ზღვა თითქმის მთლიანად იზოლირებული არის მსოფლიო ოკეანესაგან. თუმცა მისი სიღრმე 2212 მეტრს აღწევს და სადრენაჟო წყალს იღებს 420000 კმ.კვადრატს –ანიაუზიდან, რაც კონტინენტური ევროპის მთელი ტერიტორიის დაახლოებით ერთ მეასედს შეადგენს. ოკეანებთან მისი ერთადერთი დამაკავშირებელი გზა ბოსფორის სრუტე არის, რომელიც 35 კმ–ია.
    „შავი ზღვის სამყარო საკმაოდ მრავალფეროვანია. ფლორის წარმომადგენლებიდან აქ ვხვდებით ლამინარიებს, დიატომებსა და პერიდინიებს. მდიდარია ზღვის ფაუნაც: ძუძუმწოვართაგან აღსანიშნავია შავი ზღვის დელფინი, ზღვის ღორი, აფალინა, და თეთრმუცელა სელაპი. თევზებიდან კი ძაღლისებრი ზვიგენი, ზღვის კატა, სვია, ზუთხი, ორაგული, კამბალა, კეფალი და სხვა. საყურადღებოა ზღვის უხერხემლოებიც: მედუზა და კიბოსნაირები.

შავი ზღვა კრიზისშია...



     შავი ზღვა ერთ–ერთი დაბინძურებული ზღვაა მსოფლიოში. სპეციალისტთ აზრით, ამ ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას შავი ზღვის  წყალშემკრები აუზი, რომელიც თითქმის ნახევარ ევროპას მოიცავს. კერძოდ ეს ტერიტორია მოიცავს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ავსტრია, ბელორუსია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, საქართველო, გერმანია, უნგრეთი მოლდავეთი, სლოვაკეთი,  რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, იუგოსლავია. შავ ზღვაში ჩაედინებიან სიდიდის მიხედვით ევროპაში მეორე მესამე და მეოთხე ადგილზე მყოფი მდინარეები: (დუნაი, დნეპრი და დონი) ბოსფორში ორფენიანი ნაკადის საშულებით ხდება წყლის გადაადგილება. ნაკადის ფსკერთან ახლოს გამავალ ფენას ხმელთაშუა ზღვის 300კმ კუბა–მდე წყალი შეაქვს შავ ზღვაში, ხოლო სანაცვლოდ ზედა ფენას ორჯერ მეტი რაოდენობით ზღვის და მდინარის შერეული წყალი გააქვს შავი ზღვიდან.
   ამ აუზში მოედინება ისეთი მდინარეები როგორიცაა: დუნაი, დნეპრი და ყუბანი აგრეთვე საქართველოს და თურქეთის შედარებით მცირე მდინარეები. მისი გეოგრეფიული მდგომარეობაც თავისებურია, ზღვის თვითგაწმენდის უნარი ძალიან სუსტია, ამას ემატება ადამიანის საქმიანობა (შავ ზღვაში თავი მოიყარა 17 ქვეყნიდან ჩატანილმა ნარჩენებმა), რამაც ხელი შეუწყო ბუნებრივი რესურსების სწრაფ შემცირებას.    თევზების სარეწაო 25 სახეობიდან სულ 2 სახეობა დარჩა. ქიმიური და ორგანული ნივთიერებებით დაბინძურებამ გზა გადაუღობა სინათლეს, რამაც წყალმცენარეების კვდომა გამოიწვია დღეისთვის ზღვის ფსკერის დიდი ნაწილი ბნელა უსიცოცხლო უდაბნოს წარმოადგენს. ამ სიტუაციას აუარესებს გადაჭარბებული თევზჭერა, კანალიზაციის უკონტროლო ჩაშვება, ნავთობის ჩაღვრები, გამწმენდი ნაგებობების უმუშევრობა და სხვა.
    შავი ზღვის გაწმენდისა და დაცვის პრაქტიკული პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით 1993 წელს ჩამოყალიბდა გარემოს დაცვითი პროგრამა.

შავი ზღვის სტრატეგიული გეგმა

     1996 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს, ბულგარეთის, რუმინეთის, რუსეთის თურქეთის და უკრაინის გარემოს დაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს „შავი ზღვის დაცვის და რეაბილიტაციის რეგიონალურ სტრატეგიულ სამოქალაქო გეგმას.“ ამ  დოკუმენტში ძირითადად სამ საკითხზე არის გამახვილებული ყურადღება.სახელდობრ თუ როგორ უნდა მოხდეს:

  • ·         დაბინძურები კონტროლი;
  • ·         ზღვისა და სანაპიროს ეკოსისტემის შენარჩუნება და არდგენა;
  • ·         სანაპირო ზოლის შენარჩუნება მომავალი თაობისთვის.
    შავი ზღვის სამოქმედო გეგმის მთავარი მიზანია „როგორც ქალაქებში, აგრეთვე სოფლის მიდამოებში ჯანსაღი გარემოს შექმნის საშუალება მისცეს შავი ზღვის რეგიონის მოსახლეობას. აგრეთვე ბიოლოგიური თვალსაზრისით მრავალფაროვან შავი ზღვის ეკოსისტემაში უმაღლესი ორგანიზმების–ზღვის ძუძუმწოვრების და ზუთხების, ბუნებრივი პოპულაციის შენარჩუნება. რაც შავი ზღვის ყველა ქვეყანაში გაზრდის მდგრადი საქმიანობისაგან (მეთევზეობა, აკვაკულტურა და ტურიზმი) მიღებულ შემოსავლებს. ამ მოვლენის აღსანიშნავად 31 ოქტომბერი შავი ზღვის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.
     შავი ზღვის საერთაშორისო დღე რიგი ღონისძიებებით აღინიშნება. ჩვენს ქალაქში ამ პროგრამას მოსწავლეებიც ვუერთდებით: სკოლაში ტარდება ეკოლოგიის კვირეული თეორიული კონფერენციები, მონაწილეობას ვღებულობთ ზღვის სანაპირო პლაჟის დასუფთავებაში. უკანასკნელ წლებში გამშვენიერდა  და კეთილმოეწყო ზღვის სანაპირო ზოლი, დაირგო ფიჭვის ხეები, რაც ლოკალურად ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. ჩვენ დავინტერესდით თუ რა ეკოლოგიური საფრთხე ელოდა ჩვენს ქალაქს. ამ მიზნითმივმართეთ ჩვენი სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელს ქალბატონ მზევინარ ჩხეიძეს. აი, რა მოგვითხრო მან: 
    „ქობულეთის პლაჟს პირველ ხანებში არაფერი არ მოუვა. იმ მიზეზით, რომ ქობულეთამდე ჯერ ბათუმია. მიუხედავდ ჩვენი პროტესტისა თურქეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა და მის ტერიტორიაზე იმას აშენებს, რაც სურს.
რადგან მდინარე ჭოროხი აქ იღებს სათავეს და შემდეგ შემოედინება ჩვენთან, სადავეებიც მის ხელშია. თუ არ მოხდა ხელოვნურად შევსება , მაშინ სანაპიროების დარეცხვა გარდაუალი იქნება. დღეს თუ დავაკვირდებით შევამჩნევთ, რომ ზღვამ მოიწია წინ საგრძნობლად. უბედურება იმაშია, რომ ტყის გაჩეხვამ სანაპიროს გასწვრივ შეამცირა ნატანის ჩატანა. პეტრას ციხეს წინა საუკუნეებში ირგვლივ ნაპირი ჰქონია, დროთა განმავლობაში მოხდა ნაპირის დარეცხვა და ციხე დარჩა კლდეზე. ანალოგიური მოხდება ქობულეთის პლაჟზეც, ზღვა ქალაქს წაართმევს მიწას, ეს რომ არ უნდა მოხდეს. ტარდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, ავტომანქანებით ხდება მიტანილი ბალასტის ჩაყრა. საფრთხე უახლოეს 2-3 წელიწადში არ გველოდება. მაგრამ ათასი წლის შემდეგ ეკოლოგიური კატასტროფა გარდაუალი იქნება, თუ რაიმე ზომებს არ მივიღებთ....“
                                                                          
     პრობლემა მართლაც ღირს დაფიქრებად. ჩვენს ქალაქს ემუქრება ზღვა, განსაკუთრებით შტორმების დროს. სპეციალისტების აზრით ეს შედეგია იმისა, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში მილიონობით კუბური  ბალასტი იქნა გატანილი ზღვის სანაპიროდან, რის გამოც დაირღვა ბალანსი. დინება ცდილობს დარღვეული წონასწორობის აღდგენას. ავტომანქანებით მოტანილი ბალასტის ჩაყრა ჯერჯერობით საჭირო ეფექტს ვერ იძლება.
   “ძირძველი ქობულეთელები იხსენიებენ, რომ წინათ ზღვა იმდენად შორს იყო ჯებირებიდან, რომ იქამდე მისვლამდე იღლებოდნენ, სანაპირო რამდენიმე სახის ქვიშით იყო დაფარული, თავიდან მსხვილი ქვებით იწყებოდა, შემდეგ საშუალო ქვები ცვლიდა, შემდეგ კენჭები იწყებოდა და სულ ბოლოს სილით მთავრდებოდა. მათთვის დღვანდელი სანაპირო ძალიან პატარაა და მათი მტკიცებით ზღვა ნელ–ნელა მოიწევს წინ. ხალხის  მოსაზრება თითქმის არაფერით განსხვავდება მეცნიერთა თეორიისგან, რომლის მიხედვითთურქეთის მიერ  მდ. ჭოროხზე კაშხლების აგება შავ ზღვაში მყარი ნატანის (ქვა, ღორღი, ქვიშა და სხვა) ჩამოტანას აფერხებს, რაც აჭარის სანაპირო ზოლის განადგურებას გამოიწვევს, ბათუმ-ქობულეთის  მონაკვეთზე 1400 ჰა. ნაპირი გაირეცხება, თურქეთის მხარე ამტკიცებს რომ ამ მშენებლობით აჭარას საფრთხე არ ელოდება. თუმცა ბუნების ჩანაფიქრს წინ ვერაფერი ძალა აღუდგება...“   (გაზეთი „ქობულეთი“ სანაპირო საფრთხეშია.. გვ.3. 2002 წ).
                                                                                
     მიუხედავად ეკოლოგიური პრობლემებისა ადამიანის გონივრული მოქმედებით შეიძლება გადავარჩინოთ შავი ზღვა... ეს საერთო გლობალური პრობლემაა. ქობულეთის მუნიციპალიტეტი, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის შესაბამისი სამსახურები ყოველნაირად ცდილობენ ხელი შეუწყონ რაიონის ჯანსაღი ეკოსისტემის შექმნას. რაც ჩვენი მომავლის საწინდარია.
                                                                     
     ამჟამად ქობულეთის ეკონომიკის ძირითად წყაროს ტურიზმი, საკურორტო მეურნეობა და მცირე ბიზნესი წარმოადგენს. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა საკურორტო მეურნეობის განვითარებაში. აშენდა კერძო სასტუმროები, დასასვენებელი სახლები, გალამაზდა და გამშვენიერდა ქუჩები, დაირგო და შეივსო ნარგავებით. ქობულეთის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობი 6,0 ჰექტარს შეადგენს, 2004 წლიდან აღსდგა ატრაქციონები. გაუმჯობესდა კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის პირობები. ჩვენი ქალაქის განვითარება ქობულეთის რაიონის ეკონომიკაზეა დამოკიდებული. დღეისათვის ეკონომიურად უჭირს სოფელს. ჩაის პროდუქცია, განსაკუთრებით ციტრუსოვანთა ნაყოფი დაბალ ფასებში იყიდება. გასულ საუკუნეში ქობულეთის რაიონი საქართველოს სოფლის მეურნეობის წამყვანი მხარე იყო. შავი ზღვისპირეთის მდიდარი ბუნებრივი რესურსები: სუბტროპიკული ჰავა და მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობს სუბტროპიკული მეურნეობის განვითარებას. აქ კარგად იყო განვითარებული მეჩაიობა, მეციტრუსეობა. ქობულეთის ზღვის პირა ზოლის გასწვრივ, ბობოყვათში, ციხისძირში და სხვაგან გაშანებული იყო ჩაისა და ციტრუსის კულტურები. გამრჯე კაცის შემართებამ ციტრუსი შეგვანარჩუნებია, მაგრამ ჩაის კულტურის განვითარება შეფერხდა. ქართული ჩაის ადგილი მსოფლიო ბაზარზე დღეისათვის თურქებმა დაიკავა. ამის ძირითადი მიზეზი თურქების მიერ ჩაის კულტურისადმი გამოჩენილი დიდი ყურადღბა და პროდუციის მაღალი ხარისხია. დღეს, საშოვარზე წასული ქართველი კაცი თურქეთის ჩაის პლანტაციებში შრომობს, საკუთარს კი ივიწყებს. იმ ჩაის კულტურას, რომელსაც ოდესღაც „ბახტაძის ჩაის“ ეძხდნენ, უცხოელი ინვესტორი პატრონობს. თუმცა არის უმნიშვნელო ძვრები ჩაის კულტურის განვითარებაში, საჭიროა სასწრაფოდ აღვიდგინოთ ჩაის კრეფის ძველი მეთოდები, რასაც შთამომავლობა არ გვაპატიებს. დავუბრუნოთ ქართულ ჩაის ძველი დიდება! საქართეველოსი არ მოიძებნება კაცი, რომელიც საქართველოს მომავალს ძლიერი სოფლის გარეშე ხედავს. თითოეული ჩვენთაგანის ფესვები სოფლიდან მოდის. ამისთვის საჭიროა გავერთიანდეთ, ხელიხელს მივცეთ და შევქმნათ ძლიერი ეკონომიკა, რაც სახელმწიფოს სიძლიერის საფუძველია.


   სამშობლო გვაცოცხლებს, ჩვენი სამშბლოს ტკივილი გვტკივა და მომავალი გვახარებს. ამის დასტურად მოვიშველიებთ აჭარელი პოეტის ფრიდონ ხალვაშის სტრიქონებს:
„მე შენი მკვიდრი ერთი ქართველი,
თუ წავალ სხვაგან, ვარ საქართველო...“
                                   ფ.ხალვაში

პეტრას ციხის ნანგრევებიდან იწყება ერთი ლამაზი ლოცვა რომელსაც საქართველოს სიყვარული ქვია. 


ტაო–კლარჯეთი

აფხაზეთი
     ჩვენ, კი მუხლმოდრეკილნი ვდგევართ  კოლხეთის ძველი დიდების ნაშთთან, პეტრას ციხის ნანგრევებთან. აქედან განიფინება ჩვენი იმედები , ოცნებები... ჰორიზონტზე, სადღაც შორს, ჩრდილოეთით მოჩანს  კავკასიონის დათოვლილი მთაგრეხილი გაწოლილი ზღვამდე, იქვე აფხაზეთი-ქართველი კაცის ცრემლიანი გულისტკივილი. სამხრეთით - ზღვაში შეჭრილი ბათუმი  ფეთქავს. არც ისე შორის ყოფილი საქართველო, „გურჯისტანისკენ“ მაცქერალი საქართველო გარინდებულა, რომლის  გახლეჩილ გულს, ახალ ჭრილობად ადევს ლუკმა–პურის საშოვრზე მიმავალ  ქართველთა ბედი 
                    როდემდის?...
   საუკუნეთა მიღმა კვლავ გვამხნევებს წინაპართა აჩრდილები, გვესმის ჩურჩული,            „საქართველო გადარჩება“კვლავ რეკენ თეთროსნის ზარები... ბებერ ქვებშ ისევ დაქვითონებს აჭარელი გლეხის „დიდოვ ნანა“. „ ქვა ღვენთქება ბუხარში, იწვის ღადარი“...ხარობს ქვეყანა და ვხარობთ ჩვენ, რადგან ამ პაწაწინა, მრავალტანჯული  ქვეყნის შვილები ვართ, საქართველო რომ ჰქვია სახელად.


„საქართველოვ ჩემო დედავ,
ჩემი სუნთქვა გენაცვალა,
ჩემი ყველა მწუხარებაც,
მხურვალებაც გენაცვალა!
შენი სიტყვის სიცოცხლისთვის,
ხიხაძირში კიდევ ვდგავარ,
შენი ჭერის სიმღლისთვის
მარადინში ვრანდავ ყავას
შენი რჯულის საჯილდაოდ
სხალთას ვრეკავ ზარებს მთავარს,
ერთ ძირ ვენახს სულ გირგავდი,
კვლავ დაგირგავ დღეს და ხვალაც,
იდიდგულე!– რომ ამფერი
აჭარელი გყავდი განა !
                            ზ.გორგილაძე
დროთა კავშირი არ წყდება...