ქ ო ბ უ ლ ე თ ი
აჭარის ზღვისპირა კლიმატური კურორტებისაგან განსაკუთრებული მიკროკლიმატით გამოირჩევა
ბალნეოლოგიური
კურორტი
ქობულეთი,
რომელიც
აჭარა–ახალციხის
მთიანეთის
სამხრეთ–დასავლეთით,
კოლხეთის
დაბლობზე,
ქალაქ
ბათუმიდან
25 კმ–ის დაშორებით
მდებარეობს.
იგი
საქართველოს
შავიზღვისპირეთის
კურორტებიდან
ყველაზე
ახლოს
მდებარეობს
ზღვასთან
და
ზღვის
დონიდან
მხოლოდ
3-5 მ–ის სიმაღლეზეა
გაშენებული.
კურორტის
ძირითად
სამკურნალო
ნიშას
შავი
ზღვის
თბილი
და
ტენიანი
კლიმატი
წარმოადგენს.
ქობულეთი გამორჩეულია თავისი ტრადიციებით, სტუმართმოყვარეობით, ისტორიული
ადგილებით,
რბილი
სუბტროპიკული
ჰავით,
იონიზირებული
ზღვის
ჰაერით,
მცხუნვარე
მზითადა
თბილი
ზღვით.
უნიკალურია
წვრილქვიშიანი
ფართო
პლაჟი,
რომელიც
დამრეცად
ეშვება
ზღვისკენ.
რბილი,
ტენიანი,
სუბტროპიკული
კლიმატი
რეკომენდირებულია
არა
მარტო
დასვენებისთვის,
არამედ
სამკურნალოდაც,
რადგან
დადებითად
მოქმედებს
ქრონიკული
და
გულსისხლძარღვთა
პათოლოგიებით
დაავადებულთათვის.
მაქსიმალური
თერაპიული
ეფექტის
მისაღებად
აქ
ერთმანეთთანაა
შეთავსებული
თერაპია
და
სხვა
სამკურნალო
პროცედურები.
კურორტი ქობულეთი საქართველოს შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ტურისტული
ცენტრია.
ტურისტს
იზიდავს
მისი
საყოველთაოდ
ცნობილი
წვრილქვიშიანი,
მრავალკილომეტრიანი
პლაჟი,
რომელიც
მოსახერხებელია
მზის
აბაზანების
მისაღებად.
პლაჟები
კეთილმოწყობილია;
გარდა
საშხაპეებისა,
ქოლგებისა,
შეზლონგებისა
და
უშუალოდ
პლაჟზე
ჩადგმული
კაფე–ბარებისა,
აქ
ფუნქციონირებს
სხვადასხვა
დიზაინის
წყლის
ატრაქციონი.
ქობულეთის
მშვენებაა
ზღვისპირა
პარკი
სპორტული
მოედნებით,
საზაფხულო
კაფე–ბარებით,
ბუნგალოებითა
თუ
დისკო–ბარებით.
ქობულეთის საკურორტო–ტურისტულ–ბალნეოლოგიური პოტენციალის სრულად
გამოყენება
უმნიშვნელოვანესია
ჩვენი
ეკონომიკის
განვითარებისთვის,
რადგან
ქობულეთის
წვრილქვიშიანი
ნაპირი,
მზის
უხვი
რადიაცია,
რომელიც
ჰელიოთერაპიის
თვისკარგპირობებს
ქმნის,
სამკურნალოა
ძვალ–სახსრების,
ლიმფური
ჯირკვლების,
ტუპერკულოზის,
ბრონქიალური
ასთმის,
გულ–სისხლძარღვთა
დაავადებებისთვის,
ასევე
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე
მინერალური
და
გოგირდოვანი
წყლებისა
თუ
სამკურნალო
ტალახის
არსებობა
სამკურნალო
ტურიზმის
განვითარების
საშუალებას
იძლევა.
ქალაქის სტატუსი ქობულეთმა 1944 წელს მიიღო,
ხოლო
კურორტად
ჯერ
კიდევ
1923 წელს
გამოცხადდა.
უკანასკნელ
ათწლეულში
განსაკუთრებით
გაიზარდა
ქობულეთის
პოპულარობა.
ტურისტებისთვის
ქობულეთი
საინტერესოა
მდიდარი
ქვის
ხანის,
ადრეფეოდალური
და
ანტიკური
არქეოლოგიური
ძეგლებით,
რაც
ძველი
კოლხეთისა
და
საერთოდ
აღმოსავლეთშავიზღვისპირეთის
ერთ–ერთი მნიშვნელოვანი
საქალაქო
ცენტრის
არსებობას
ადასტურებს.
ასევე
ქობულეთის
დაცული
ტერიტორიებით,
რომელიც
1999 წელს
შეიქმნა
და
მოიცავს
ქობულეთის
სახელმწიფო
ნაკრძალს
– ისპანი II (331ჰა) და კინტრიშის
ნაკრძალი
(3 190ჰა).
დღეს ქობულეთი საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი ზღვისპირა ქალაქია. კარგი პლაჟი და ზღვადასვენების, გართობისა თუ გაჯანსაღების
შესანიშნავ
პირობებს
ქმნის.
ც ი ხ ი ს ძ ი რ ი
კურორტი ციხისძირი მდებარეობს ბათუმის ჩრდილოეთით, მისგან 17 კმ.-ისდაშორებით. ის გაშენებულია ზღვის დონიდან 60-90 მ.-ის სიმაღლეზე, ციხისძირისმაღლობზე, რომლის კალთებიც ციცაბოდ ეშვებიან ზღვაში და ქმნიან ციხისძირისკონცხს. ზღვაში შეჭრილი კონცხი პლიაჟს ორნაწილად ჰყოფს.
ციხისძირის ჰავის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ზღვისა დამთისჰაერის ნარევს წარმოადგენს. აქ ზაფხულობით უფრო გრილა, ზამთარში კი უფროთბილა, ვიდრე ბათუმსა და მახინჯაურში.
ციხისძირის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. ის დასავლეთსაქართველოს, კერძოდ ეგრისის სამეფოსისტორიული ციხე-ქალაქია.ხელსაყრელისამხედრო და ეკონომიკური მდებარეობისგამო, აქ, ჯერ კიდევ VIსაუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ ქალაქი გააშენა, რომელსაცპეტრა ეწოდებოდა. ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა ვიწრო ზღვისპირა გზა,რომელიც დასავლეთ საქართველოს ბიზანტიასთან, ირანთან და სომხეთთანაკავშირებდა.
ციხისძირის მწვანით შემოსილ ფერდობებზე, მის ულამაზეს ბაღებსა დაპარკებში,განლაგებულია სანატორიუმები და დასასვენებელი სახლები, რესტორნები, კაფე-ბარები და ბუნგალოები. პლიაჟები კეთილმოწყობილია, ფუნქციონირებენ ზღვაზესასეირნო სატრანსპორტო საშუალებებიც, რომლებიც განუმეორებელ განცდასმოგანიჭებენ და წარუშლელი შთაბეჭდილებებით გაამდიდრებენ თქვენსცხოვრებას.
ჩ ა ქ ვ ი
ბათუმიდან 13 კმ-ის დაშორებით
მდებარეობს
საკურორტო
ადგილი
ჩაქვი,
რომელიც
ისტორიულად
ქართული
ჩაის
სამშობლოა.
სწორედ
აქ
შემოიტანა
და
გააშენა
პირველად
ჩაი
ჩინელმა
მეცნიერმა
ლაო
ჯონ
ჯიაომ.
ჩაქვის
ტერიტორიაზე
გადის
საერთაშორისო
საავტომობილო
მაგისტრალი.
მის
გაგრძელებაზე,
მწვანე
კონცხის
გადასასვლელზე,
2005 წლიდან
ფუნქციონირებს
სავტომობილო
გვირაბი,
რომელმაც
საგრძნობლად
შეამცირა
ბათუმამდე
გადაადგილების
დრო
და
მანძილი.
აჭარაში ჩამოსულ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩაქვის სანაპირო ზოლის ხასხასა მწვანეში ჩაფლული სასტუმროები, აგარაკები და სააგარაკე
სახლები.
წყარო: www.kobuleti.org.ge
No comments:
Post a Comment