Friday, October 25, 2013

"ერთი შეშის აქცია" - ქობულეთში მცხოვრები უმწეო ხანდაზმულთათვის

  

  ასოციაციამ ,,ღირსეული სიბერე“ დაასრულა საქველმოქმედო აქცია, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მარტოხელა მოხუცებისთვის შეშის შეგროვებას ითვალისწინებდა. აქცია ორიგინალურად წარიმართა, მასში ჩართულ წყავროკას, ალამბრისა და მუხაესტატეს საჯარო სკოლების მოსწავლეებს ხანდაზმულთათვის თითო ნაპობი შეშა უნდა მოეტანათ, მოსწავლეებს მხარი პედაგოგებმაც აუბეს და საერთო ძალისხმევით ,,ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის“ ბენეფიციარი 12 ხანდაზმულის სითბოთი უზრუნველყოფა მოახერხეს.
აქციის შედეგად ახალგაზრდა მოხალისეები იმ მოხუცებისთვის, რომლებიც უსახსრობის გამო გაზის შეყვანას ვერ ახერხებენ, ზრუნავდნენ როგორც შეშის შეგროვებისთვის, ასევე შეშის შეფუთვასა და დანაწილებაზე.
საქველმოქმედო აქციები, რომელიც პროექტის ,,ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ფარგლებში (დონორი - ევროკავშირი) მიმდინარეობს, ახალგაზრდებში მოხალისეობის და ქველმოქმედების განვითარებს უწყობს ხელს.



წყარო: ასოციაცია "ღირსეული სიბერე"-ს Facebook-გვერდი.

No comments:

Post a Comment