Thursday, October 24, 2013

ისტორიულ გეოგრაფიული ექსკურსი

     ქობულეთის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში. იგიიწყება კოლხეთის სამხრეთ-დასავლეთის ჭაობიანი დაბლობით და იშლებაჩოლოქის, ცხრაფონას, აჭყვას, კინტრიშის, კინკიშას, დეხვასა და ჩაქვის წყლისხეობებში.      

   ქობულეთის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება ოზურგეთისმუნიციპალიტეტი (მუნიციპალიტეტთან საზღვრის სიგრძე-55 კმ), სამხრეთით  - ქედისა (მუნიციპალიტეტთან საზღვრის სიგრძე-33 კმ) და შუახევის(მუნიციპალიტეტთან საზღვრის სიგრძე-21.4კმ) მუნიციპალიტეტები,დასავლეთით კი აკრავს შავი ზღვა (ზღვისპირა ზოლი -24კმ). მუნიციპალიტეტისტერიტორია შეადგენს 711.8კვ/კმ-ს. მისი ცენტრი ქ. ქობულეთი განფენილიაუშუალოდ შავი ზღვის სანაპიროზე, საშუალოდ ზღვის დონიდან 10მ-ისსიმაღლეზე. 
  ქობულეთის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო მნიშვნელობის გზებისსიგრძეა 32კმ, საერთაშორისო - 19კმ, ადგილობრივი მნიშვნელობის - 240კმ, ხოლოხიდები 87-ია, რომელთა საერთო სიგრძეა -  982მ
  ქობულეთის მუნიციპალიტეტში ატმოსფერული ნალექების რაოდენობაწელიწადში 2500-3000მმ-ს უდრის. მაქსიმუმი მოდის სექტემბერზე, ხოლომინიმუმი - მაისზე. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 13-15 გრადუსსაღემატება. მუნიციპალიტეტისათვის დამახასიათებელია ნიადაგებისმრავალფეროვნება: ზღვისპირა დაბლობებში ტორფ-ჭაობიანი ნიადაგებია,ხეობებში ალპური ქანებია, გორაკ-ბორცვიან ზოლში გავრცელებულია წითელმიწა-ნიადაგები, ხოლო უფრო მაღალ ადგილებში გაეწრებული ნიადაგებია, სადაცკარგად ხარობს სუბტროპიკული კულტურები. 

     ქობულეთის მუნიციპალიტეტი დაყოფილია 1 ქალაქ,2 დაბასადა 17სასოფლოსაკრებულოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებად. მოსახლეობაშეადგენს 94602 კაცს,მოსახლეობის სიმჭიდროვე კი -1კვ. კმ-ზე 123 კაცია. 2002წლისაღწერით მოსახლეობის 94,7% ქართველია, 0.06% -აფხაზი 0.04%-ოსი, 1.1%-სომეხი, 1.9%-რუსი, 0.09%-აზეირბაიჯანელი, 1.7%-ბერძენი, 0.2%-უკრაინელი, 0.2%-სხვა.
  
ქობულეთის ისტორია ათასწლეულებს ითვლის.რეგიონი მდიდარია ქვის ხანისადრეფეოდალური და ანტიკური არქეოლოგიური ძეგლაბით, რაც ძველ კოლხეთსადა საერთოდ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანისაქალაქო ცენტრის არსებობას ადასტურებს. აქ ნაპოვნია ძვ. წ. აღ. Vს-ის ოქროსბრწყინვალე ნაკეთობები - ჭურჭელი, სამკაულები, ლარნაკები და ა.შ. ასევე ოქროსფიგურიანი კრატერი, რომელიც მსოფლიოში სულ რამდენიმეა.დამთვალიერებელთა აღფრთოვანებას იწვევს ფიჭვნარისა და სოფელ კოხისნასახლარები, სოფელ ზენითის საწნახელი, პეტრას, თეთროსნის, ელიასა დაალამბრის ციხეთა ნანგრევები თუ შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდები.

     XIX  საუკუნის მეორე ნახევარში ქობულეთის  ზღვისპირაზოლი ელიტარულ კურორტად იქცა. იგი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის განკარგულებით გადაეცა იმმთავარსარდლებს,რომლებმაც თავი გამოიჩინეს რუსეთ-თურქეთის ომის დროს. გავლენიანმამაღალჩინოსნებმა სათანადოდ შეაფასეს ნაჩუქარი მიწის მნიშვნელობა და დაიწყესქობულეთის ზღვისპირა ზოლის განაშენიანება მდიდრული აგარაკებით, სადაც ოჯახისწევრებთან ერთად ზაფხულისა და ზამთრის შვებულებებს.
     ქობულეთისგამაჯანსარებელი კლიმატის ძალამ სულ რამდენიმე წელიწადში გაითქვა სახელი უზარმაზარიმპერიაში. კურორტის შესახებ არა მხოლოდ საუბრობდნენ, არამედ წერდნენ კიდეც. რისიმოწმობაცაა პუბლიკაციები იმდროინდელი ყველაზე ცნობილი გაზეთის  ”კავკაზის”ფურცლებზე, სადაც გამოჩენილი ექიმები პანტიუხოვი და პერედელსკი წერდნენ ქობულეთის უნიკალურიგამაჯანსაღებელი ჰავის შესახებ. ისინი იხსენიებდნენ ქობულეთს როგორც ”სამეკალოვკას”(რუსული დიდგვაროვნების დასახლება) და უწოდებდნენ ”რუსულ რივიერას”. ექიმ პრეობრაჟენსკისა და პროფესორ შერბაკოვის აზრებზე დაყრდნობით შიეძლება ითქვას, რომქობულეთის ჰავა საუკეთესოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემასა თუსასუნთქ ორგანოებზე.
     საქართველოს გასაბჭოების შემდეგ არისტოკრატთა აგარაკები წითელი კომისიების მფლობელობაშიგადავიდა. ერთერთი საუკეთესო აგარაკი, რომელსაც სამედიცინო თვალსაზრისით იდეალური ადგილმდებარეობა ჰქონდა, ლავრენტი ბერიას საკუთრება გახდა, რომელიც მოგვიანებით სანატორიუმ ”საქართველოდ” გადაკეთდა. დღეს კი ამ ადგილას თანემედროვე ხუთვარსკვლავიანი სპა-სასტუმრო ”ჯორჯია პალასია”. იგი როგორც დღესუწინაც დიდ პოპულარულ დასასვენებელ ადგილად ითვლებოდა და მას ბევრი ცნობილი და გამოჩენილი ადამიანი სტუმრობს დღესაც. 1923 წლიდან ქობულეთი სახელმწიფო მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა, ხოლო აქ  XXს-ის I ნახევარში განვითარება ჰპოვა მეჩაიეობა-მეციტრუსეობამ.
     თანამედროვე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკა განპირობებულია სამეწარმეო სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით. კურორტისა დასოფლის მეურნეობის ძირითადი შემოსავალი კერძო სექტორზე მოდის.
წყარო: www.kobuleti.org.ge

No comments:

Post a Comment