Thursday, November 14, 2013

ქობულეთი–ჩურუქსუ

                                                                               


    "ქობულეთი" პირველად მე–17 საუკუნეში მოიხსენია იტალიელმა მისიონერმა არქანჯელო ლამბერტიმ (არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს  აღწერა.თბ.,1938, გვ 71).

    მე–16 საუკუნეში ვახუშტი ბაგრატიონი ქობულეთს მოიხსენიებს შემდეგი სიტყვებით:   "მცირე ქალაქსავით და ნავსადგური კეთილი". რაც შეეხება ქალაქის სახელწოდების წარმოშობის ნამდვილ ვერსიას, იგი  დღემდე დაუდგენელია. ქალაქის სტატუსი ქობულეთმა 1944 წელს მიიღო. "თურქები ქობულეთს მოიხსენიებდნენ "ჩურუქ - სუ"-თი, რაც ქართულად " დამპალ წყალს " ნიშნავს. 1535 წელს თურქეთის ჯარმა მიაღწია მდ. კინტრიშამდე,  სადაც მათი წინსვლა შეჩერებული იქნა ქართველ მეომართა მიერ, ამიტომაც განაწყენებულმა თურქებმა მდინარე კინტრიში დამპალი წყლის სახელით მოიხსენიეს, ეს  მაშინ, როცა აღნიშნული მდინარე ქობულეთის რაიონში ყველაზე წყალუხვია, სუფთაა და მთლიანად ასაზრდოებს ქალაქ ქობულეთის მოსახლეობას სასმელი წყლით (თ.კომახიძე . ქობულეთი და ქობულეთელები ,ბათუმი ,1997 გვ.6 -7).
    თუ რატომ დაერქვა ქობულეთს ჩურუქსუ, ამის შესახებ კიდევ სხვადასხვა მოსაზრებები არსებობსსამწუხაროდდღემდე ბევრს სჯერა თითთქოს თურქებმა დღევანდელ ქალაქ ქობულეთს უწოდეს ჩურუქ-სუ (დამპალი წყალი). როცა თურქები მოვიდნენ, თუკი ვახუშტი ბაგრატიონის "აღწერა სამეფოს საქართველოსა" გვ. 275) დავიმოწმებთ, ქობულეთს ჩურუქ-სუს ვერ უწოდებდნენარც იმ მოსაზრების გაზიარება შეიძლება, რომ ეს სახელი მაშინდელი თურქების იმპერიის ჩრდილოეთ საზღვარზე გამავალი მდინარე ჩოლოქისაგან წარმოსდგა და "ჩურუქი" "ჩოლოქის" დამახინჯებული ფორმაა. ჯერ ერთი, ჩოლოქი თურქეთის ჩრდილოეთი საზღვარი იყოდამპყრობელი ქობულეთში სამხრეთიდან მოვიდა და მხოლოდ ქობულეთის გავლის შემდეგ მივიდა ჩოლოქამდე. დაუჯერებელია, რომ ჯერ მთლიანად გაიარა ტერიტორია, სახელი კი უკან მობრუნების შემდეგ შეარქვა და მეორეც, ჩოლოქი ისტორიულად უფრო გვიან დამკვიდრებული სახელწოდებაა, ვიდრე ჩურუქ-სუ.   შეიძლებოდა თუ არა თურქებს ქობულეთისასთვის ეს სახელი შეერქვათ თავად  ახლანდელი ქალაქის ტერიტორიისათვის?
    ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძეს 1874 წელს ქალაქ ქობულეთის მიდამოები შემდეგნაირად დახვედრია: " აქ არ არის მღვრიე მდინარეები, არც ჭაობებიმთელი არემარე ირგვლივ საუცხოო მწვანეშია ჩაფლული(წყარო   დიმიტრი  ბაქრაძე.  "  არქეოლოგიური  მოგზაურობა გურიასა და  აჭარაში."  ბათუმი, 1987გვ.18-19).
ასე, რომ  გამორიცხულია მოსაზრება - დღევანდელ ქალაქს ტბა-ჭაობების გამო  დარქმეოდა ჩურუქ-სუ.
         "თურქები ქობულეთში სამხრეთის მხრიდან მოვიდნენ. აქ კი ციხისძირს რომ გამოვშორდებით,   ჯეფირიდან ზღვისაკენ მიედინება პატარა, მაგრამ ჭაობიდან გამომავალიმართლაც "დამპალი" მდინარეარც  ის არის გამორიცხულირომ  იგი იმ დროისათვის შედარებით დიდი იყოამასთან ჩაქვიდან მომავალი თურქების გზაზე იგი  ნამდვილად არის პირველი დაჭაობებული ტერიტორია, ხოლო მწყურვალი ჯარისკაცებისათვის წყალი, რომლის დალევა შეუძლებელი აღმოჩნდა. ამრიგად ვერაფერს შევედავებით იმ პირველ თურქს, რომელმაც მას "დამპალი წყალიდაარქვა და თურქებს, რომლებმაც აქედან მოყოლებულ მთელ რეგიონს "ჩურუქ-სუ" უწოდეს (წყარო გაზეთი "ქობულეთი"  1990, 20 მარტი, გვ.3).
           მაგრამ რა ურთიერთობაშია  ეს ორი სახელი "ქობულეთი" და "ჩურუქ-სუ."
    ეტყობა ქობულეთი, როგორც კონკრეტული დასახლებული პუნქტისქალაქის  აღმნიშვნელი სახელი თურქეთის მმათველობის წლებშიც იხმარებოდა. დიმიტრი ბაქრაძე,  რომელმაც ქობულეთი 1874 წელს  მოინახულა, მას ყველგან ქობულეთად ( და არა ჩურუქ-სუდიხსენიებს, მაგრამ, როცა  საქმე ეხება მთელ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს (მაზრა) იგი ჩურუქ-სუს  ქობულეთთან  აიგივებს.
       ასე, რომ აქ თურქეთის შემოსვლის დროიდან ჩურუქ-სუ არის მთელი რეგიონის (ციხისძირიდან ჩოლოქამდე),  ხოლო ქობულეთი მხოლოდ მაშინდელი ქალაქის ტიპის დასახლებული ადგილის სახელი. დიმიტრი ბაქრაძემ  პირველად უწოდა მთელ რეგიონს ქობულეთი, მისი ყველაზე ინტერესიური დასახებული ადგილისა და მაზრის მმართველის ადგილსამყოფელის მიხედვით.
                   

1 comment: