Saturday, October 26, 2013

გვახსოვდეს აფხაზეთი! - ქობულეთში პატივი მიაგეს ტერიოტირული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას

    

   ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, საზოგადოებრიობამ, აფხაზეთის ომში მონაწილეთა ოჯახების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას, მათ შორის ქობულეთელი ვაჟკაცების -თემურ ჯორბენაძის, ბადრი მიგინეიშვილის, მაიზერ გაბაიძისა და ტარიელ ხილაძის სახელებს. მამა დანიელმა დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა, ხოლო ღონისძიებაში მონაწილე ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და ანსამბლმა "ქობულეთმა " თავიანთი შემოქმედებით გაალამაზეს ლიტერატურული მონტაჟი. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ომის გმირის თემურ ჯორბენაძის სახლთან ახლოს, რუსთაველის ქუჩა # 249- დან დავით აღმაშენებლის გამზირი #316 შორის არსებულ გადასასვლელს მიენიჭა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანის თ ე მ უ რ    ჯ ო რ ბ ე ნ ა ძ ი ს სახელი, უახლოეს დღეებში კი იქვე განთავსდება მემორიალური დაფა. " ქართველი ხალხი არასოდეს ივიწყებს გმირებს, ადამიანებს, რომელთა მაგალითზეც კიდევ უამრავი თაობა უნდა აღიზარდოს"-აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი რომანაძემ. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ თხილაიშვილმა კი დამსწრე საზოგადოებას საქართველოს უახლესი ისტორიის პერიპეტიები და მნიშვნელოვანი ეპიზოდები შეახსენა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლე-ახალგაზრდობა, განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის აქტივი, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები.


              

              

წყარო: ქობულეთის კულტურის, ტურიზმისა და სპორტის დეპარტამენტის Facebook-ის გვერდი.

No comments:

Post a Comment