Thursday, November 14, 2013

ეკოტურიზმი და მომავალი

შავი ზღვა უნიკალური გარემო

    უძველესი დროიდან მოყოლებული შავი ზღვა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში. დღესაც შავი ზღვა საქართველოს ერთ-ერთი უმნშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსია, რამაც ქობულეთი შავიზღვის ერთ-ერთ უნიკალურ კურორტად აქცია. კურორტის განვითარება მომავალში ხელს შეუწყობს სულ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსვლას. ეს კი მოსახლეობის დასაქმებისა და ეკონომიკის განვითრების საწინდარია. რადგან ჩვენი ქალაქის ღირებულებას შავი ზღვა და მისი უნიკალური წვრილქვიშიანი ფართო პლაჟი წარმოადგენს. გადავწყვიტეთ შეგვესწავლა შავი ზღვა და მისი ეკოლოგიური პრობლემები.
    შავი ზღვა ერთ–ერთი ყველაზე უნიკალური ჩაკეტილი წყალსაცავია მთელ მსოფლიოში. როლის მოცულობა დაახლოებით 550 კმ კუბს შეადგენს.
   შავი ზღვა თითქმის მთლიანად იზოლირებული არის მსოფლიო ოკეანესაგან. თუმცა მისი სიღრმე 2212 მეტრს აღწევს და სადრენაჟო წყალს იღებს 420000 კმ.კვადრატს –ანიაუზიდან, რაც კონტინენტური ევროპის მთელი ტერიტორიის დაახლოებით ერთ მეასედს შეადგენს. ოკეანებთან მისი ერთადერთი დამაკავშირებელი გზა ბოსფორის სრუტე არის, რომელიც 35 კმ–ია.
    „შავი ზღვის სამყარო საკმაოდ მრავალფეროვანია. ფლორის წარმომადგენლებიდან აქ ვხვდებით ლამინარიებს, დიატომებსა და პერიდინიებს. მდიდარია ზღვის ფაუნაც: ძუძუმწოვართაგან აღსანიშნავია შავი ზღვის დელფინი, ზღვის ღორი, აფალინა, და თეთრმუცელა სელაპი. თევზებიდან კი ძაღლისებრი ზვიგენი, ზღვის კატა, სვია, ზუთხი, ორაგული, კამბალა, კეფალი და სხვა. საყურადღებოა ზღვის უხერხემლოებიც: მედუზა და კიბოსნაირები.

შავი ზღვა კრიზისშია...



     შავი ზღვა ერთ–ერთი დაბინძურებული ზღვაა მსოფლიოში. სპეციალისტთ აზრით, ამ ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას შავი ზღვის  წყალშემკრები აუზი, რომელიც თითქმის ნახევარ ევროპას მოიცავს. კერძოდ ეს ტერიტორია მოიცავს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ავსტრია, ბელორუსია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, საქართველო, გერმანია, უნგრეთი მოლდავეთი, სლოვაკეთი,  რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, იუგოსლავია. შავ ზღვაში ჩაედინებიან სიდიდის მიხედვით ევროპაში მეორე მესამე და მეოთხე ადგილზე მყოფი მდინარეები: (დუნაი, დნეპრი და დონი) ბოსფორში ორფენიანი ნაკადის საშულებით ხდება წყლის გადაადგილება. ნაკადის ფსკერთან ახლოს გამავალ ფენას ხმელთაშუა ზღვის 300კმ კუბა–მდე წყალი შეაქვს შავ ზღვაში, ხოლო სანაცვლოდ ზედა ფენას ორჯერ მეტი რაოდენობით ზღვის და მდინარის შერეული წყალი გააქვს შავი ზღვიდან.
   ამ აუზში მოედინება ისეთი მდინარეები როგორიცაა: დუნაი, დნეპრი და ყუბანი აგრეთვე საქართველოს და თურქეთის შედარებით მცირე მდინარეები. მისი გეოგრეფიული მდგომარეობაც თავისებურია, ზღვის თვითგაწმენდის უნარი ძალიან სუსტია, ამას ემატება ადამიანის საქმიანობა (შავ ზღვაში თავი მოიყარა 17 ქვეყნიდან ჩატანილმა ნარჩენებმა), რამაც ხელი შეუწყო ბუნებრივი რესურსების სწრაფ შემცირებას.    თევზების სარეწაო 25 სახეობიდან სულ 2 სახეობა დარჩა. ქიმიური და ორგანული ნივთიერებებით დაბინძურებამ გზა გადაუღობა სინათლეს, რამაც წყალმცენარეების კვდომა გამოიწვია დღეისთვის ზღვის ფსკერის დიდი ნაწილი ბნელა უსიცოცხლო უდაბნოს წარმოადგენს. ამ სიტუაციას აუარესებს გადაჭარბებული თევზჭერა, კანალიზაციის უკონტროლო ჩაშვება, ნავთობის ჩაღვრები, გამწმენდი ნაგებობების უმუშევრობა და სხვა.
    შავი ზღვის გაწმენდისა და დაცვის პრაქტიკული პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით 1993 წელს ჩამოყალიბდა გარემოს დაცვითი პროგრამა.

შავი ზღვის სტრატეგიული გეგმა

     1996 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს, ბულგარეთის, რუმინეთის, რუსეთის თურქეთის და უკრაინის გარემოს დაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს „შავი ზღვის დაცვის და რეაბილიტაციის რეგიონალურ სტრატეგიულ სამოქალაქო გეგმას.“ ამ  დოკუმენტში ძირითადად სამ საკითხზე არის გამახვილებული ყურადღება.სახელდობრ თუ როგორ უნდა მოხდეს:

  • ·         დაბინძურები კონტროლი;
  • ·         ზღვისა და სანაპიროს ეკოსისტემის შენარჩუნება და არდგენა;
  • ·         სანაპირო ზოლის შენარჩუნება მომავალი თაობისთვის.
    შავი ზღვის სამოქმედო გეგმის მთავარი მიზანია „როგორც ქალაქებში, აგრეთვე სოფლის მიდამოებში ჯანსაღი გარემოს შექმნის საშუალება მისცეს შავი ზღვის რეგიონის მოსახლეობას. აგრეთვე ბიოლოგიური თვალსაზრისით მრავალფაროვან შავი ზღვის ეკოსისტემაში უმაღლესი ორგანიზმების–ზღვის ძუძუმწოვრების და ზუთხების, ბუნებრივი პოპულაციის შენარჩუნება. რაც შავი ზღვის ყველა ქვეყანაში გაზრდის მდგრადი საქმიანობისაგან (მეთევზეობა, აკვაკულტურა და ტურიზმი) მიღებულ შემოსავლებს. ამ მოვლენის აღსანიშნავად 31 ოქტომბერი შავი ზღვის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.
     შავი ზღვის საერთაშორისო დღე რიგი ღონისძიებებით აღინიშნება. ჩვენს ქალაქში ამ პროგრამას მოსწავლეებიც ვუერთდებით: სკოლაში ტარდება ეკოლოგიის კვირეული თეორიული კონფერენციები, მონაწილეობას ვღებულობთ ზღვის სანაპირო პლაჟის დასუფთავებაში. უკანასკნელ წლებში გამშვენიერდა  და კეთილმოეწყო ზღვის სანაპირო ზოლი, დაირგო ფიჭვის ხეები, რაც ლოკალურად ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. ჩვენ დავინტერესდით თუ რა ეკოლოგიური საფრთხე ელოდა ჩვენს ქალაქს. ამ მიზნითმივმართეთ ჩვენი სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელს ქალბატონ მზევინარ ჩხეიძეს. აი, რა მოგვითხრო მან: 
    „ქობულეთის პლაჟს პირველ ხანებში არაფერი არ მოუვა. იმ მიზეზით, რომ ქობულეთამდე ჯერ ბათუმია. მიუხედავდ ჩვენი პროტესტისა თურქეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა და მის ტერიტორიაზე იმას აშენებს, რაც სურს.
რადგან მდინარე ჭოროხი აქ იღებს სათავეს და შემდეგ შემოედინება ჩვენთან, სადავეებიც მის ხელშია. თუ არ მოხდა ხელოვნურად შევსება , მაშინ სანაპიროების დარეცხვა გარდაუალი იქნება. დღეს თუ დავაკვირდებით შევამჩნევთ, რომ ზღვამ მოიწია წინ საგრძნობლად. უბედურება იმაშია, რომ ტყის გაჩეხვამ სანაპიროს გასწვრივ შეამცირა ნატანის ჩატანა. პეტრას ციხეს წინა საუკუნეებში ირგვლივ ნაპირი ჰქონია, დროთა განმავლობაში მოხდა ნაპირის დარეცხვა და ციხე დარჩა კლდეზე. ანალოგიური მოხდება ქობულეთის პლაჟზეც, ზღვა ქალაქს წაართმევს მიწას, ეს რომ არ უნდა მოხდეს. ტარდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, ავტომანქანებით ხდება მიტანილი ბალასტის ჩაყრა. საფრთხე უახლოეს 2-3 წელიწადში არ გველოდება. მაგრამ ათასი წლის შემდეგ ეკოლოგიური კატასტროფა გარდაუალი იქნება, თუ რაიმე ზომებს არ მივიღებთ....“
                                                                          
     პრობლემა მართლაც ღირს დაფიქრებად. ჩვენს ქალაქს ემუქრება ზღვა, განსაკუთრებით შტორმების დროს. სპეციალისტების აზრით ეს შედეგია იმისა, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში მილიონობით კუბური  ბალასტი იქნა გატანილი ზღვის სანაპიროდან, რის გამოც დაირღვა ბალანსი. დინება ცდილობს დარღვეული წონასწორობის აღდგენას. ავტომანქანებით მოტანილი ბალასტის ჩაყრა ჯერჯერობით საჭირო ეფექტს ვერ იძლება.
   “ძირძველი ქობულეთელები იხსენიებენ, რომ წინათ ზღვა იმდენად შორს იყო ჯებირებიდან, რომ იქამდე მისვლამდე იღლებოდნენ, სანაპირო რამდენიმე სახის ქვიშით იყო დაფარული, თავიდან მსხვილი ქვებით იწყებოდა, შემდეგ საშუალო ქვები ცვლიდა, შემდეგ კენჭები იწყებოდა და სულ ბოლოს სილით მთავრდებოდა. მათთვის დღვანდელი სანაპირო ძალიან პატარაა და მათი მტკიცებით ზღვა ნელ–ნელა მოიწევს წინ. ხალხის  მოსაზრება თითქმის არაფერით განსხვავდება მეცნიერთა თეორიისგან, რომლის მიხედვითთურქეთის მიერ  მდ. ჭოროხზე კაშხლების აგება შავ ზღვაში მყარი ნატანის (ქვა, ღორღი, ქვიშა და სხვა) ჩამოტანას აფერხებს, რაც აჭარის სანაპირო ზოლის განადგურებას გამოიწვევს, ბათუმ-ქობულეთის  მონაკვეთზე 1400 ჰა. ნაპირი გაირეცხება, თურქეთის მხარე ამტკიცებს რომ ამ მშენებლობით აჭარას საფრთხე არ ელოდება. თუმცა ბუნების ჩანაფიქრს წინ ვერაფერი ძალა აღუდგება...“   (გაზეთი „ქობულეთი“ სანაპირო საფრთხეშია.. გვ.3. 2002 წ).
                                                                                
     მიუხედავად ეკოლოგიური პრობლემებისა ადამიანის გონივრული მოქმედებით შეიძლება გადავარჩინოთ შავი ზღვა... ეს საერთო გლობალური პრობლემაა. ქობულეთის მუნიციპალიტეტი, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის შესაბამისი სამსახურები ყოველნაირად ცდილობენ ხელი შეუწყონ რაიონის ჯანსაღი ეკოსისტემის შექმნას. რაც ჩვენი მომავლის საწინდარია.
                                                                     
     ამჟამად ქობულეთის ეკონომიკის ძირითად წყაროს ტურიზმი, საკურორტო მეურნეობა და მცირე ბიზნესი წარმოადგენს. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა საკურორტო მეურნეობის განვითარებაში. აშენდა კერძო სასტუმროები, დასასვენებელი სახლები, გალამაზდა და გამშვენიერდა ქუჩები, დაირგო და შეივსო ნარგავებით. ქობულეთის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობი 6,0 ჰექტარს შეადგენს, 2004 წლიდან აღსდგა ატრაქციონები. გაუმჯობესდა კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის პირობები. ჩვენი ქალაქის განვითარება ქობულეთის რაიონის ეკონომიკაზეა დამოკიდებული. დღეისათვის ეკონომიურად უჭირს სოფელს. ჩაის პროდუქცია, განსაკუთრებით ციტრუსოვანთა ნაყოფი დაბალ ფასებში იყიდება. გასულ საუკუნეში ქობულეთის რაიონი საქართველოს სოფლის მეურნეობის წამყვანი მხარე იყო. შავი ზღვისპირეთის მდიდარი ბუნებრივი რესურსები: სუბტროპიკული ჰავა და მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობს სუბტროპიკული მეურნეობის განვითარებას. აქ კარგად იყო განვითარებული მეჩაიობა, მეციტრუსეობა. ქობულეთის ზღვის პირა ზოლის გასწვრივ, ბობოყვათში, ციხისძირში და სხვაგან გაშანებული იყო ჩაისა და ციტრუსის კულტურები. გამრჯე კაცის შემართებამ ციტრუსი შეგვანარჩუნებია, მაგრამ ჩაის კულტურის განვითარება შეფერხდა. ქართული ჩაის ადგილი მსოფლიო ბაზარზე დღეისათვის თურქებმა დაიკავა. ამის ძირითადი მიზეზი თურქების მიერ ჩაის კულტურისადმი გამოჩენილი დიდი ყურადღბა და პროდუციის მაღალი ხარისხია. დღეს, საშოვარზე წასული ქართველი კაცი თურქეთის ჩაის პლანტაციებში შრომობს, საკუთარს კი ივიწყებს. იმ ჩაის კულტურას, რომელსაც ოდესღაც „ბახტაძის ჩაის“ ეძხდნენ, უცხოელი ინვესტორი პატრონობს. თუმცა არის უმნიშვნელო ძვრები ჩაის კულტურის განვითარებაში, საჭიროა სასწრაფოდ აღვიდგინოთ ჩაის კრეფის ძველი მეთოდები, რასაც შთამომავლობა არ გვაპატიებს. დავუბრუნოთ ქართულ ჩაის ძველი დიდება! საქართეველოსი არ მოიძებნება კაცი, რომელიც საქართველოს მომავალს ძლიერი სოფლის გარეშე ხედავს. თითოეული ჩვენთაგანის ფესვები სოფლიდან მოდის. ამისთვის საჭიროა გავერთიანდეთ, ხელიხელს მივცეთ და შევქმნათ ძლიერი ეკონომიკა, რაც სახელმწიფოს სიძლიერის საფუძველია.


   სამშობლო გვაცოცხლებს, ჩვენი სამშბლოს ტკივილი გვტკივა და მომავალი გვახარებს. ამის დასტურად მოვიშველიებთ აჭარელი პოეტის ფრიდონ ხალვაშის სტრიქონებს:
„მე შენი მკვიდრი ერთი ქართველი,
თუ წავალ სხვაგან, ვარ საქართველო...“
                                   ფ.ხალვაში

პეტრას ციხის ნანგრევებიდან იწყება ერთი ლამაზი ლოცვა რომელსაც საქართველოს სიყვარული ქვია. 


ტაო–კლარჯეთი

აფხაზეთი
     ჩვენ, კი მუხლმოდრეკილნი ვდგევართ  კოლხეთის ძველი დიდების ნაშთთან, პეტრას ციხის ნანგრევებთან. აქედან განიფინება ჩვენი იმედები , ოცნებები... ჰორიზონტზე, სადღაც შორს, ჩრდილოეთით მოჩანს  კავკასიონის დათოვლილი მთაგრეხილი გაწოლილი ზღვამდე, იქვე აფხაზეთი-ქართველი კაცის ცრემლიანი გულისტკივილი. სამხრეთით - ზღვაში შეჭრილი ბათუმი  ფეთქავს. არც ისე შორის ყოფილი საქართველო, „გურჯისტანისკენ“ მაცქერალი საქართველო გარინდებულა, რომლის  გახლეჩილ გულს, ახალ ჭრილობად ადევს ლუკმა–პურის საშოვრზე მიმავალ  ქართველთა ბედი 
                    როდემდის?...
   საუკუნეთა მიღმა კვლავ გვამხნევებს წინაპართა აჩრდილები, გვესმის ჩურჩული,            „საქართველო გადარჩება“კვლავ რეკენ თეთროსნის ზარები... ბებერ ქვებშ ისევ დაქვითონებს აჭარელი გლეხის „დიდოვ ნანა“. „ ქვა ღვენთქება ბუხარში, იწვის ღადარი“...ხარობს ქვეყანა და ვხარობთ ჩვენ, რადგან ამ პაწაწინა, მრავალტანჯული  ქვეყნის შვილები ვართ, საქართველო რომ ჰქვია სახელად.


„საქართველოვ ჩემო დედავ,
ჩემი სუნთქვა გენაცვალა,
ჩემი ყველა მწუხარებაც,
მხურვალებაც გენაცვალა!
შენი სიტყვის სიცოცხლისთვის,
ხიხაძირში კიდევ ვდგავარ,
შენი ჭერის სიმღლისთვის
მარადინში ვრანდავ ყავას
შენი რჯულის საჯილდაოდ
სხალთას ვრეკავ ზარებს მთავარს,
ერთ ძირ ვენახს სულ გირგავდი,
კვლავ დაგირგავ დღეს და ხვალაც,
იდიდგულე!– რომ ამფერი
აჭარელი გყავდი განა !
                            ზ.გორგილაძე
დროთა კავშირი არ წყდება...

No comments:

Post a Comment