Thursday, November 14, 2013

იცით თუ არა თქვენ?


   ...რომ ქობულეთი პირობითი სახელდებაა სამხერეთ-დასავლეთურ საქართველოს იმ მიკრორეგიონისა, რომელიც კინტრიშს-ჩოლოქის ორმდინარეთის ტერიტორიას შეიცავს თავისი მთითა და ბარით. აქ მოედინება კინტრიში, მისი მთავარი შენაკადი კინკიშა. შენაკადების საკირე , ქარიმულის ღელე, წერაკვეთის ღელე, საგებაურის წყალი, ხერკნალა, გომი, ყვიალი, ქობრონა, სკურდა, ძენისული, ნაგეღლავა, აჭყვა (შენაკადები: განისგული, აჭყვანკალა, საკანლმახე) ჩოლოქი და ოჩხამური შენაკადებით, დეხვა მცირე ღელეებით.
   ...რომ ქობულეთ გეოგრაფიულად „ჩაკეტილი“ უბანია, რომელსაც სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან აჭარა-იმერეთის მთები შემოსაზღვრავს, დასავლეთდან-შავი ზღვა, ხოლო ჩრდილოეთიდა ჩოლოქისა და ნატანების მდინარეთა წყალგამყოფი ბორცვების მწკრივი აჭარისწყლის სათავეებთან, ვიდრე ნატანების მისადგომებამდე.
    ...რომ მდინარე ჩოლოქი დღეს აღარ არის შავ ზღვაში დამოუკიდებლად შემდინარე, იგი მდინარე ნატანების მარცხენა შენაკადია. მას ერთვის შესაყართან ახლოსა და ამიტომაც იგი არა წამროადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ საზღვარს საქართველოს სხვა ნაწილებთან. ეს საზღვარი მდინარე ნატანების, მართალია მცირე, მაგრამ ერთ მონაკვეთზე გადის.
    ...რომ ძვ.წ აღ III ათასწლეულის შუახანებამდე ქობულეთის დაბლობზე ზღვის სანაპირო ხაზი გადიოდა თანამედროვე ხაზის აღმოსავლეთით ერთ–ერთნახევარ კილომეტრზე. ისპანის ტორფნარი წარმოადგენდა ზღვის გაყოლებას, რომელსაც შლამით კვებავდა მდინარეები: ჩოლოქი,ოჩხამური , შავღელე და აჭყვა.
    ...რომ ახლა შავზღვური გადაადგილების პერიოდამდე (ძვ.წ.აღ XVI-XV ს) მდ ჩოლოქი და ოჩხამური ცალ–ცალკე ერთვოდნენ ზღვას.
    ...რომ ძვ. წ. V-VI ს–ში შექმნილ დოკუმენტებში ქობულეთის შესახებ წერია!.... ეს ქვეყანა ჭაობიანი, თბილი, წყლიანი და ტყიანი, წლის ყოველ დროს აქ ხშირი და ძლიერი წვიმები მოდის. ადამიანებს საცხოვრებელი ჭაობებში აქვთ და მათი ხის  სახლები წყალზეა გამართული. ისინი ცოტას დადიან ფეხით ქალაქებსა და ნავსადგურებში, არამედ დაცურავენ აღმადაღმა მთლიან ხეში ამოღებული ნავებით რადგან, არხები ბევრია.
    ...რომ, ძვ.წ.III ათასწლეულის შუა ხანებიდან დაიწყო შავი ზღვის დონის აწევა, რომელიც თითქმის ათ საუკუნეს გრძელდებოდა, რამაც აიძულა ქობულეთის ზღვისპირეთის მცხოვრებლებს დაეტოვებიმათ საცხოვრისი და მაღლობებისკენ გადაენაცვლათ, მაგრამ მე–17, მე–16 საუკუნისათვის ზღვის დონის დაწევისთანავე იგი დაუბრუნდა ზღვის ზოლს, როგორც თევზეულითა და იოლად ხელმისაწვდომი გარეული ცხოველებით მდიდარ ტერიტორიას.
     ...რომ, ქობულეთი მცენარეულობის სახეების მიხედვით დაიყოფა ვერტიკალურ ზონებად. ყველაზე მაღალი ზონა წარმოდგენილი იყო ალპური მდელოებით, რომელიც ადრიდანვე გამოიყენებოდა საზაფხულო საძოვრებად (ხის მთის მიდამოები). ალპურ ზონას ებჯინა შერეული ტყის ზონა, რომელიც თანდათანობით სიმაღლის კლების კვალობაზე გადადის ფოთლოვან მასივებში. მას ეკავა მთელი მთისწინეთთა–ჭახათ–აჭყვისთავ–ქაქუთ–ნაცხავატევ–აჭი და ბარის ტერიტორია. წინა საუკუნეში ადამიანის ჩარევის შედეგად, ისეთი კულტურების მასობრივად მოშენებით, როგორიცაა ციტრუსი, ჩაი,  ტუნგი მკვეთრად შეიცვალა მცენარეული საფარის სახით.

უნდა იცოდეთ,რომ....

      ....არქეოლოგიური გათხრებით დადგენილია ადამიანის ნამოსახლარები ჯერ კიდევ ძვ.წ. მეშვიდე–მესამე  ათასწლეულებში ჯიხანჯურში, ხუცუბანში, კვირიკეში და სოფელ ქობულეთში.
       ...ჩვენმა წინაპრებმა ძვ.წ მესამე ათასწლეულის დამდეგისათვის იცოდნენ ლითონისდამუშავება და გამოყენება.
       ...ქობულეთის უგრძესი მდინარე კინტრიში სულ 45 კილომეტრზე მოედინება, სათავე ზღვის დონიდან 2599 მეტრზე აქვს, ყოველ წამში მას ზღვაში კუბური მეტრი, ხოლო წელიწადში 540 მილიონი კუბური მეტრი წყალი შეაქვს.
        ...ქობულეთის რაიონში ამჟამად მოქმედებს 11 ქრისტიანული ეკლესია. მათგან კვირიკის წმინდა გიორგის ეკლესია ერთადერთია ქრისტიანულ სამყაროში, სადაც მორწმუნეები გიორგობას 16 ნოემბერს აღნიშნავენ.
        ...1854 წლის 4 ივნისს ჩოლოქის ბრძოლაში გერმანელმა ანდრონიკოვმა 6000 მებრძოლით გაიმარჯვა თურქების 34000–იან არმიაზე და ამით დიდი ხნით შეაჩერა თურქების წინსვლა გურიის დასაპყრობად.
        ...სახელი „ქობულეთი“ თავდაპირველად დღევანდელ სოფელ ქობულეთს დაერქვა. მას შემდეგ კი, რაც მდ კინტრიშის შესართავთან კვლავ გაჩნდა დასახლება, რომელიც თურქებმა „ჩურუქსუთ“ „მონათლეს“ სოფელ ქობულეთს „ძველ ქობულეთად“ მოიხსენიებდნენ, ხოლო კინტრიშის შესართავთან არსებულს – „ახალ ქობულეთად“.
        ...პოსტსაბჭოთა სივრცეში, ქობულეთის დ.აღმაშენებლის (ყოფილი ლენინის) ქუჩა ითვლებოდა ყველაზე გრძელ ქუჩად, რომლის სიგრძე 13კმ–ია.

No comments:

Post a Comment