Thursday, November 14, 2013

ქობულეთის "ქვეყანა"

                                                              

"საქართველოს მხარევ ძველო,
ლამაზო და მშვენიერო!
ზგვის პირეთის მარგალიტო,
საფიცარო ქობულეთო.
სახელი ხომ ღირსეული
და ქებული მიგინია,
საქართველოს წალკოტიხარ
და გრძნობების იდილია."
  აჭარა- ისტორიული ტაოკლარჯეთიჩვენი კულტურის პირველი აკვანი, ხიბლი საქართველოსი, ულამაზესი და უმშვენიერესი, მოციქულთა მადლით გაბრწყინებული კუთხე.  "  ჩვენი სულის ძლიერებას, აქ აღუმართავს თავისი სახელგანთქმული დროშა. " - წერდა წმ.ილია მართალი.
         ჩვენ, იმ  მრავალტანჯული, პაწაწა  კუთხის შვილები ვართრომელსაც საუკუნეების განმავლობაში ჰკლავდნენ და არა კვდებოდა. ვმალავდით ჯვარს უბეში და უფლის სიყვარულს გულში ამ კუთხის მკვიდრნი, ლეჩაქში "გამოკოჭილი" სათუთად ინახავდნენ და შთამომავლობას გადასცემდნენ თავიანთ მონაპოვარს, რომელიც შესანიშნავად  არის გადმოცემული ზურაბ გორგილაძის  პოეტურ სტრიქონებში:   
                                                       "ვარჯანისთან, ნაჯვარისთან
                                                   დაჯვარული ქვები წვანან,
                                                   ქვებში ჩუმად დაქვითინებს
                                                   ჩემი დიდი ნენეს ნანა.
                                                   დერდებს გულში ვიბექსნიდი
                                                  აჭარელი ვიყავ განა..."
                                                                                                 . გორგილაძე
                                           
                                             
                              

                                                                          
   ჩვენი დიდი წინაპრეების დაღვრილი სისხლის ფასად შევინარჩუნეთ: "ენა, მამული, სარწმუნოება!"  ამიტომაც  ვალდებული ვართერის წინაშე ვიცოდეთ ჩვენი კუთხის, ქალაქის თუ სოფლის ისტორიასაიდანაც იწყება და ყალიბდება სიყვარული სამშობლოსადმი.   ჩვენი სამშობლო საქართველოა.
   სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის  ქადაგებაში  ვკითხულობთ: " სამშობლო ესაა ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალისამშობლო ჩვენი დიდი იმედია, მისდამი გრძნობა იმდენად ამაღლებული და სათუთია როგორც სიყვარული ღვთისადმი. ამიტომაც  ამბობს ქართველი :  " როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა."
წმ. ილია მართალი  გვმოძღვრავს:
    " აღდგენა ისტორიისა, ერის გამოცოცხლებაა, გამომხნევებაა, აწმყოს გაგება და წარმართვაა, მერმისის გამოკვლევაა სიძნელისაგან" (წყარო: ილია ჭავჭავაძე, გვ.285, თბ., 1985 წელი). ჩვენი მიზანიც ეს არისუპირველესად ღრმად შევისწავლოთ და გავეცნოთ ჩვენი ქალაქის ისტორიას."ეს ხომ შენი ისტორიაა, ჩემო საქართველოვ !"
  საქართველოს შავიზღვისპირეთის მარგალიტს წარმოადგენს ქობულეთი." ქობულეთის ქვეყანა " - ასე მოიხსენიებს ქობულეთის მკვიდრიცნობილი მეცნიერი,ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე დავით ხახუტაიშვილი ქობულეთს.

    ქობულეთის რაიონი ძველი კოლხეთის ნაწილიაიგი იწყება კოლხეთის სამხრეთ დასავლეთის ჭაობიანი დაბლობით და იშლება ჩოლოქის, ცხრაფონას, აჭყვას, კინტრიშის , კინკიშის და  ჩაქვისწყლის მშვენიერ წალკოტში. ქობულეთი კინტრიშ-ჩოლოქის ორმდინარეთის ტერიტორიას შეიცავს თავისი მთითა და ბარით.

No comments:

Post a Comment